თეგებით ძიება

2024 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მანდილოსნებისთვის - რას გიმზადებთ დრაკონი?

ვერ­ძი

2024 წელს ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბით, თუ გა­მო­ავ­ლენთ გო­ნივ­რუ­ლო­ბას და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას. თქვე­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბაც უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ბა. ბევ­რის მიღ­წე­ვას შეძ­ლებთ, რა­საც პრი­ო­რი­ტე­ტად და­ი­სა­ხავთ. პრო­ფე­სი­უ­ლი სფე­რო გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე გან­ვი­თარ­დე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ და­წი­ნა­უ­რე­ბის იმე­დი გქონ­დეთ. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებს, პრობ­ლე­მე­ბი არც აქ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მთა­ვა­რია არ აი­ღოთ სეს­ხე­ბი და დრო­უ­ლად და­ფა­როთ ვა­ლე­ბი. თუმ­ცა, გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა იმ­პულ­სუ­რო­ბამ და ამ­ბი­ცი­უ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ფუ­ჭოთ თქვე­ნი ყვე­ლა გეგ­მა ან და­გა­პი­რის­პი­როთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ასე რომ, მო­იქ­ცეთ ჭკვი­ა­ნუ­რად და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლად. კი­დევ ერთი ღი­რე­ბუ­ლი რჩე­ვა: იყა­ვით ნაკ­ლე­ბად გულ­წრფე­ლი მე­გობ­რებ­თან. ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა მტრებ­ზე უა­რე­სე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. გირ­ჩევთ, მეტი დრო და­უთ­მეთ სა­კუ­თარ თავს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს. ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლა, ახა­ლი კა­ბის და სამ­კა­უ­ლის შე­ძე­ნა ან მა­სა­ჟი გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ გან­წყო­ბას.

კურო

მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლი, ინ­ტე­ლექ­ტი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ქცე­ვა... ამ ყვე­ლაფ­რით მო­ი­ზი­დავთ მა­მა­კა­ცებს. მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­ი­წყონ ლა­მა­ზი და ხან­გრძლი­ვი რო­მა­ნი. ზო­გი­ერ­თი ურ­თი­ერ­თო­ბა პარტნი­ორ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა. თუ მიდ­რე­კი­ლი ხართ ჭარ­ბი წო­ნის­კენ, მო­გი­წევთ უარი თქვათ ფუნ­თუ­შებ­ზე, ჰოთ-დო­გებ­ზე და ცხოვ­რე­ბის პა­სი­ურ წეს­ზე. უმ­ჯო­ბე­სია ჩა­ე­წე­როთ ფიტ­ნეს­ზე ან სა­ცუ­რაო აუზ­ზე და გა­და­ხე­დოთ თქვენს დი­ე­ტას. მა­შინ გა­გი­ხარ­დე­ბათ სარ­კე­ში თქვე­ნი ანა­რეკ­ლის და­ნახ­ვა, გახ­დე­ბით გამ­ხდა­რი და კი­დევ უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი.

ტყუ­პი

ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან და შვი­ლებ­თან - აი, რას უნდა და­უთ­მოთ ყუ­რა­დღე­ბა წელს. თუ დე­დო­ბა­ზე ფიქ­რობთ, შე­გიძ­ლი­ათ და­გეგ­მოთ თქვე­ნი ორ­სუ­ლო­ბა პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. მშვე­ნი­ე­რი პე­რი­ო­დია სწავ­ლის­თვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ მდი­და­რი სპონ­სო­რი. მისი მხარ­და­ჭე­რით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი გახ­დე­ბით. დიდი დრო და­ი­ხარ­ჯე­ბა მე­გობ­რებ­თან და ახალ ნაც­ნო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­უ­ერ­თდეთ რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სა­დაც თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ემ­თხვე­ვა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი­სას. მთა­ვა­რია, ამ ყვე­ლა­ფერ­მა სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­გი­ტა­ნოთ. პი­რი­ქით, გუნდში ან კომ­პა­ნი­ა­ში უფრო გა­მო­ა­ჩენთ ნიჭს და გახ­დე­ბით უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი.

კირჩხი­ბი

კირჩხი­ბი ქალი წელს პო­ზი­ტი­უ­რად იცხოვ­რებს. შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ არა მხო­ლოდ ხან­გრძლი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, არა­მედ იპო­ვოთ ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი სან­დო მა­მა­კა­ცის სა­ხით. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა გე­ლით. ასე რომ, იყა­ვით უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მათ მი­მართ, ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თობთ და გულ­წრფე­ლად ესა­უბ­რე­ბით. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ "თქვე­ნი" ადა­მი­ა­ნი იმა­ზე ახ­ლოს არის, ვიდ­რე გე­გო­ნათ. და­ის­ვე­ნეთ მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, გა­დით ბუ­ნე­ბა­ში და ისი­ა­მოვ­ნეთ წვრილ­მა­ნე­ბი­თაც კი. და­ზო­გეთ ენერ­გია, მო­ი­ცი­ლეთ მხრე­ბი­დან მწუ­ხა­რე­ბის ტვირ­თი... და იყა­ვით კარგ ფორ­მა­ში!

ლომი

2024 წელს მზად ხართ ფლირ­ტი­სა და შეყ­ვა­რე­ბის­თვის. მთე­ლი წელი რო­მან­ტი­კულ ხა­სი­ათ­ზე იქ­ნე­ბით. გა­ზა­ფხუ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას შეგ­მა­ტებთ. მთა­ვა­რია, სწო­რად და­სა­ხოთ თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და შე­ხე­დოთ საგ­ნებს რე­ა­ლის­ტუ­რად. ქალ­ბა­ტო­ნი ლო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი, უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უნდა გახ­დნენ. მა­შინ შეძ­ლებთ შექ­მნათ ძლი­ე­რი პლატ­ფორ­მა თქვე­ნი კა­რი­ე­რის­თვის და გა­აძ­ლი­ე­როთ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, წლის პირ­ველ თვე­ებ­ში შე­საძ­ლოა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობ­დეს მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. დი­ა­სახ­ლი­სი ლო­მე­ბის ცხოვ­რე­ბაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. გე­ლო­დე­ბათ შე­სამ­ჩნე­ვი წინსვლა და ავ­ტო­რი­ტე­ტის ზრდაა სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ ურ­თი­ერ­თო­ბა მე­უღ­ლე­ებ­თან. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ერ­თად წახ­ვალთ და­სას­ვე­ნებ­ლად, გა­უ­კე­თებთ ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზებს. ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ურ­თი­ერ­თო­ბის დატ­კბო­ბა­ზე.

ქალ­წუ­ლი

თქვე­ნი თან­და­ყო­ლი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბის გრძნო­ბი­თა და დე­ტა­ლე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბით, შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ლა­ხოთ ნე­ბის­მი­ე­რი დაბ­რკო­ლე­ბა, რო­მე­ლიც გზა­ზე გა­და­გე­ღო­ბე­ბათ. თქვენს კა­რი­ე­რა­ში 2024 წელს პროგ­რე­სი იქ­ნე­ბა. თუ იმუ­შა­ვეთ, და­ი­წყებთ თქვე­ნი შრო­მის ნა­ყო­ფის და­ნახ­ვას და თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. მეტ ფულს გა­მო­ი­მუ­შა­ვებთ და ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, და­ზო­გოთ მო­მავ­ლის­თვის, ჩა­დოთ ინ­ვეს­ტი­ცია. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. შე­საძ­ლოა იპო­ვოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თქვენს გულს მო­ი­გებს.

სას­წო­რი

2024 წელს შე­გიძ­ლი­ათ შე­იც­ვა­ლონ პრო­ფე­სია და სა­მუ­შაო ად­გი­ლი. არა­ფე­რი შე­გიშ­ლით ხელს თქვე­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში. ბევ­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლის სპე­ცი­ა­ლო­ბას და და­ი­წყებს ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ხოლო, თუ სა­მუ­შაო სფე­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, მა­შინ გა­ნაგ­რძეთ მუ­შა­ო­ბა იმა­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბი­თა და ტემ­პით. მთა­ვა­რია, აკონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი და არ იყოთ ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა­ფერ­ზე მო­დე­ბუ­ლი. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, როცა და ცდი­ლობთ ბევ­რი პრო­ექ­ტის ერ­თდრო­უ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. უნდა იმოქ­მე­დოთ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით. მა­შინ შეძ­ლებთ მი­ი­ღონ იმა­ზე მე­ტიც კი, ვიდ­რე ვა­რა­უ­დობ­დით. ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა 2024 წელი მათ­თვის, ვინც არ კარ­გავს სიმ­შვი­დეს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­უდ­გე­ბა სა­კი­თხებს.

მო­რი­ე­ლი

მო­რი­ე­ლი ქა­ლე­ბი 2023 წელს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბი­ან. აშ­კა­რაა პრო­ფე­სი­უ­ლი და პი­როვ­ნუ­ლი ზრდა, რაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა თქვენს კა­რი­ე­რა­ზე. არ და­ი­ვი­წყოთ სუ­ლი­ე­რი საზ­რდო, შე­ავ­სეთ თავი ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით. თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბაც. თუ გაკ­რი­ტი­კე­ბენ მშვი­დად მო­უს­მი­ნეთ და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ას­წო­რეთ. მო­ე­რი­დეთ კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბას ქმე­დე­ბებ­ში, მო­ე­პყა­რით ადა­მი­ა­ნებს უფრო ლო­ი­ა­ლუ­რად. უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი უნდა იყოთ ახ­ლობ­ლე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. თუ გსურთ მი­ი­ღოთ მხარ­და­ჭე­რა თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, მა­შინ და­ეხ­მა­რეთ მათ თა­ვად რთულ მო­მენ­ტებ­ში. ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

სა­ნამ სა­კუ­თარ თავს გა­ნა­ახ­ლებთ, სა­ჭი­როა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დატ­ვირ­თვა და წარ­სუ­ლის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის და­ვი­წყე­ბა. შეძ­ლებთ შეც­ვა­ლოთ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო, გან­ვი­თარ­დეთ, გა­იც­ნოთ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. კრე­ა­ტი­ულ ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ წინსვლა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა. 2024 წელი არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ექ­ტე­ბის, თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­სა და გაზ­რდი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დი. მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თქვე­ნი თა­ვის იმე­დი გქონ­დეთ და არა სხვი­სი.

თხის რქა

მარ­ტო­ხე­ლა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან მა­მა­კაცს, რო­მელ­თა­ნაც მო­უნ­დე­ბათ გა­აგ­რძე­ლონ ურ­თი­ერ­თო­ბა. სამ­სა­ხურ­ში ყვე­ლა­ფე­რი არ იქ­ნე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ბევ­რი აურ­ზა­უ­რი. ვი­ღაც გა­და­წყვეტს შე­იც­ვა­ლოს პრო­ფე­სი­უ­ლი სფე­რო. ოღონდ მა­ნამ­დე ყვე­ლაფ­რის ხე­ლახ­ლა და ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა არ გა­წყენთ. რჩე­ვის­თვის მი­მარ­თეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, როცა და­გეგ­მავთ კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას ან სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლას.

მერ­წყუ­ლი

2024 წელი გარ­დამ­ტე­ხი იქ­ნე­ბა მერ­წყუ­ლი ქა­ლის­თვის. ბევ­რი ცვლი­ლე­ბაა, რაც თავ­სა­ტეხს და გა­ო­ცე­ბას გა­მო­იწ­ვევს, თუმ­ცა თა­ვი­დან ისი­ნი ტრი­ვი­ა­ლუ­რად მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. მთა­ვა­რია, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ემ­ზა­დოთ იმის­თვის, რაც იქ­ნე­ბა წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. შე­საძ­ლო მიგ­რა­ცია, გა­და­ად­გი­ლე­ბა ან სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი შე­მო­დის ცხოვ­რე­ბა­ში, მა­შინ, როცა ძველ­მა უკვე მო­ჭა­მა თა­ვი­სი დრო. ამის გა­რე­შე რე­ფორ­მე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მაგ­რამ გან­საც­დე­ლი სუ­ლი­ე­რად გა­გაძ­ლი­ე­რებთ და თვით­შე­ფა­სე­ბას გა­გიზ­რდით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­როს, ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი თა­ვად თქვენ­ზე. თუ პარტნი­ო­რის მი­მართ რბი­ლი და ლმო­ბი­ე­რი ხართ, ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო ჰარ­მო­ნი­უ­ლი გახ­დე­ბა. ზა­ფხუ­ლი­დან მარ­ტო­ხე­ლა ქა­ლებს გა­უ­მარ­თლებთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რა პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბას მო­გი­ტანთ.

თევ­ზე­ბი

ეცა­დეთ, ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ წარ­მა­ტე­ბის ის შან­სე­ბი, რომ­ლებ­საც ბედი გიგ­ზავ­ნით. უფრო მე­ტიც, თქვენ შეძ­ლებთ ბევ­რს მი­აღ­წი­ოთ - იყი­დოთ ან გა­ყი­დოთ სახ­ლი, მან­ქა­ნა, წახ­ვი­დეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ ან გა­ა­ფორ­მოთ კონ­ტრაქ­ტი. გუ­ლუხ­ვად გა­უ­ზი­ა­რეთ თქვე­ნი სით­ბო და ენერ­გია თქვენს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნებს; მხა­რი და­უ­ჭი­რეთ რთულ დროს. და და­ი­ვი­წყეთ წყე­ნა და უთან­ხმო­ე­ბა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან. მი­სის მხარ­და­ჭე­რით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­აგ­რძე­ლებთ წინსვლა­ში. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ზე იფიქ­რონ. მარ­ტო­ხე­ლა მან­დი­ლოს­ნებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა იფიქ­რონ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სა­ბე­დის­წე­რო რო­მა­ნი მგზავ­რო­ბი­სას ან მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას და­ი­წყოს. სხვა­თა შო­რის, არც ინ­ტერ­ნე­ტით გაც­ნო­ბას გა­მოვ­რი­ცხავთ.

წყარო - ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა