დადგება თუ არა განაჩენი, მაშინვე მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს შეწყალებაზე - ლაზარე გრიგორიადისის დედა
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თებერვალში გაგრძელდება. დაცვის მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები მოხსნა. ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ბრალდებულთა კონსულტაციის საფუძველზე, დროის მოგების მიზნით იქნა მიღებული.
"დროში რომ მოვიგოთ, რადგან დაცვის მხარის მოწმეები არავითარ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობენ ამ საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ გადაწყვიტა, რომ მოწმეები არ დაეკითხა", - ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა.
დედის განცხადებით კი სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ, შესაბამისად გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისთანავე მიმართავენ პრეზიდენტს 21 წლის ახალგაზრდის შეწყალების მოთხოვნით:
"10 თვეა მიმდინარეობს და არაფერი დამადასტურებელ არ არსებობს, რომ ლაზარე დამნაშავეა ამ საქმეში. ვფიქრობთ, რომ იქნება გამამტყუნებელი ვერდიქტი. დადგება თუ არა განაჩენი, მაშინვე მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე", - ამბობს თამთა კალანდაძე, ლაზარეს დედა.