„უგულავას 48 მილიონის და ლელოს 17 მილიონის საქმეების თანამოაზრეები რომ გაჩუმდეთ, კარგი იქნება“ - ამირან სალუქვაძე
ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„წერეთლის გამზირთან დაკავშირებით დაირაზმა მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა, ანა ნაცვლიშვილიდან დაწყებული, ბაია პატარაიათი დამთავრებული. გეგონებოდა მესიჯბოქსში დავალება მიიღეს. 1-2 საათის ინტერვალში დაწერა ყველამ.
მერია ამათ თვითონაც გასცემს პასუხებს, თუმცა:
1. უგულავას 48 მილიონის და ლელოს 17 მილიონის საქმეების თანამოაზრეები რომ გაჩუმდეთ, კარგი იქნება. ეს არ ნიშნავს ვინმეს ან რაიმეს გამართლებას, უბრალოდ ამათ, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობას ხმა არ ამოეღებათ.. სხვებს არ ეხებათ.
2. კონკრეტულად ამ შემთხვევაში თუ მონიტორინგი ხორციელდებოდა, სამივე კომპანიას კონტრაქტი დროულად შეუწყვიტეს, დარჩენილ თანხას არ გადაუხდიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ, ადრე დადგენილ ვადებში სხვა კომპანია შეირჩევა, რომელიც დაასრულებს სამუშაოებს, კოლექტიურ ნაცმოძრაობას რა აყიჟინებს?
3. ჩვენმა სამშენებლო კომპანიებმა, ყოველ შემთხვევაში უმეტესობამ, საქმე რომ არ იციან და მშენებლობის კულტურასთან მყრალად არიან, სიახლეა? აგერ ქუჩას გვიკეთებენ, მაგრამ საღორედ აქციეს ყველაფერი. ყველა სამშენებლო კომპანიას თავი უნდა მოუყარო და მათი ხარჯებით სადმე წაიყვანო ექსკურსიაზე, მაგალითად ჩინეთში, და აჩვენო როგორ მუშაობენ იქ. ჩვენთან, მეტწილად, საბჭოთა სკოლის გავლენაა. მტვერს, ბუღს, ტალახს არავინ აქცევს ყურადღებას.
4. ამიტომ, შეეშვით იაფფასიან ყიჟინას. აგერაა მერია, აგერაა კომპანიები, რომლებსაც შეუწყვიტეს კონტრაქტები, აგერაა მერიის შესაბამისი სამსახურის საბუთები, შეისწავლეთ და მერე გააკეთეთ კვალიფიციური დასკვნები:
- დაირღვევა თუ არა ვადები და ვისი ბრალეულობით;
- იქნება თუ არა ზარალი და მიღებული იქნება თუ არა ზომები ასანაზღაურებლად;
- გამოსწორებული იქნება მერიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები თუ არა და ა.შ.
ეს ინფორმაციები აინტერესებს საზოგადოებას და არა თქვენი იაფფასიანი პოპულიზმი.
თუ დადგენილ ვადებში დასრულდება, ხარვეზებში ფულს არ გადაუხდიან, ხარვეზებს გამოასწორებენ და მოსახლეობა დროულად მიიღებს ხარისხიანად შესრულებულ ობიექტს, წინასწარ რა გახმაურებთ?
კონტრაქტები რომ არ შეეწყვიტათ, მაშინ უნდა გაგჩენოდათ კითხვები.
ვინც იმას ვერ ხვდება, რომ ამოდენა ქალაქს უზარმაზარი მიწისქვეშა მეურნეობა აქვს და დროულად უნდა მიხედვა, ცალკე პრობლემაა. პირველი დღიდანვე დაიწყო ქილიკი და უადგილო რგოლების გავრცელება.ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე მადლობას უნდა ეუბნებოდეთ მერიას. თუ პრობლემებია, სამართლიანად უნდა გააკრიტიკოთ, ვისაც ხელეწიფება.
ჩვენთან გამართული ინფრასტრუქტურაც უნდათ, ოღონდ ისე უნდა შეიცვალოს კანალიზაცია, ელსადენები და წყლის მილები, რომ ქუჩა არ უნდა გადაითხაროს, მოძრაობა არ უნდა შეფერხდეს და დისკომფორტი არ შეგვექმნას. მასე არ ხდება.
სხვათაშორის, ავარიული შენობების დიდი ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად მიწისქვეშა კომუნიკაციების (კანალიზაციის და წყლის მილებიდან გაჟონვების) გაუმართაობაა.“