თეგებით ძიება

"რა დააშავა სტალინმა მიშაზე მეტი?! ხვრეტდა?! - მიშაც, აწამებდა?! - მიშაც, დიქტატორი იყო?! - მიშაც…“ - რას წერს ნათია ბერიძე?

ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომლებიც მატრონას ხატზე იოსებ სტალინის გამოსახვას აპროტესტებდნენ, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის სასტიკ მმართველობას ახსენებს.

"სოც ქსელის მომხმარებელი (ნაცებს სქესი

არ აქვთ), მეკამათება, რაღა დროს

მიშაა, რა ვერ მოინელეთ სააკაშვილი,9 წელია ხელისუფლებაში აღარ არის,წარსული რით ვერ

დაივიწყეთო.

ასეთი ძალიან ბევრია, კამათში რომ ვერ მოგყვება არგუმენტად იშველიებს წარსულის დავიწყებას და თან, ზუსტად ეს ადამიანები (სქესი ისევ არ აქვთ) მოგიტრიალდებიან და სტალინზე გეკამათებიან, ბოროტი დიქტარორი იყოო. გეგონება წეღან გამოიხურა ბესარიონოვიჩმა ამის ოთახის

კარი.

კაცოო, თუ მიშა წარსულია, იქ უნდა დავტოვოთ, სტალინს რატომ არ ასვენებთ საფლავში მაშ?!

თქვენი ლოგიკით, თუ წარსულს ვივიწყებთ, სტალინმა ბოლოს როდის ასწია ჭიქა მამათქვენთან ერთად, რომ ვერ მოინელეთ?!არადა რომ დავფიქრდეთ, რა დააშავა სტალინმა მიშაზე მეტი?! ხვრეტდა?! -მიშაც, აწამებდა?!-მიშაც, დიქტატორი იყო?!-მიშაც…

ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, სტალინს ტერიტორიები არ დაუკარგავს მიშასავით და, ჩვენში დარჩეს, დიქტატორსაც მიუჩინა ადგილი.

მოკლედ, ჩამოყალიბდით, წარსულს ივიწყებთ თუ უბრალოდ მიშას გინდათ გადაეფაროთ და რომ მიგიშვან, სიამოვნებით დაიკიდებდით მიშას სურათებს სალოცავად?!", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა