თეგებით ძიება
17. 01. 2024 მსოფლიო

რუსეთი და ირანი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს - მარია ზახაროვა

რუსეთი და ირანი ახალ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი არა მხოლოდ დროული, არამედ დაგვიანებულიც კი არის“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.

„მოქმედ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საერთაშორისო კონტექსტი შეიცვალა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უპრეცედენტო აღმავლობას განიცდის“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, პუტინმა ირანის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან კრემლში ხუთსაათიანი შეხვედრა გამართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა