როგორ გავზარდოთ ლიმონის ხე სახლში
ლიმონი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეა. ის თეთრი, ფუმფულა ყვავილებით ყვავილობს, აქვს ოვალური ფორმის ფოთლები რომლებიც ეთერზეთებს შეიცავენ. ბუნებაში ლიმონი 3-5 მეტრი იზრდება, სახლის პირობებში კი ეს ბუჩქი 1-1,5 მეტრს აღწევს. უყვარს ტენიანი ჰაერი, კარგად ეგუება ჩრდილს. ჩვეულებრივ მისი ფოთლები 2-3 წელი ძლებენ, შემდეგ ცვივიან და ხე ახალი ფოთლებით იმოსება.
ფენ-შუის მიხედვით ლიმონი ილუზიებისგან ათავისუფლებს, ახდენს ემოციების გაწონასწორებას, აუმჯობესებს ხასიათს და ხსნის შფოთვას. ყვითელი ფერი მზის მკურნალ ფერს ასახავს. აქვს ანტივირუსული მოქმედება, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევას. ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.
ლიმონისთვის თბილი, მზიანი კუთხე შეარჩიეთ - როგორც წესი , სახლის სამხრეთ ნაწილი. ლიმონის კურკები ორი სამი დღე წყალში დაალბეთ, შემდეგ ქოთანში, კარგად დასველებულ მიწაში ჩაფალით 1 სმ სიღრმეზე. საუკეთესოა ბოსტნის მიწის, ტორფისა და მსხვილი ქვიშის ნარევი.
დაახლოებით 1 თვის შემდეგ უნდა გამოჩნდეს პირველი ნერგებიც. რამოდენიმე ფოთლის გამოტანის შემდეგ სათითაოდ უნდა გადარგოთ ჭიქებში.
ლიმონს უყვარს მზე და ტენი. ის აუცილებლად ხშირად მორწყეთ. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. პულვერიზატორით ასხურეთ ფოთლებზეც. ციტრუსს უყვარს სიმჟავე: შეურიეთ წყალს სულ ცოტა ლიმონმჟავა, ასკორბინის მჟავა და ზოგჯერ ამგავრი ნარევით დაასველეთ ქოთანში მიწა. ლიმონს არ უყვარს გამომშრალი ჰაერი, ამიტომ, ზამთრის პერიოდში, დადგით გამათბობელისგან მოშოშრებით, ამასთანავე, შეეცადეთ ოთახში ჰაერი დაატენიანოთ: დადგით წყალი გამათბობელთან, ან დააფინეთ მასზე სველი პირსახოცი.
ზაფხულში შეგიძლიათ ნერგი გარეთ გაიტანოთ, შემოდგომით და ადრიან გაზაფხულზე დღსით გარეთ, ღამით კი ოთახში შემოიტანეთ.