თეგებით ძიება
19. 01. 2024 მსოფლიო

პოლონეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა „ჯიპიესი“ შეფერხებით მუშაობს

პოლონეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა „ჯიპიესი“ შეფერხებით მუშაობს. ხარვეზების მიზეზი, შესაძლოა რუსეთის მიერ ბრძოლის ჰიბრიდული საშუალებების გამოყენება იყოს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, რომ მოსკოვი კალინინგრადის ოლქში გარკვეული სიხშირის ტალღებს ახშობს, რაც „ჯიპიესის“ მუშაობაზე გავლენას ახდენს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ვერსიაა და რეალური მტკიცებულებები არ აქვთ.

პოლონური მედია ასევე ვარაუდობს, რომ დეკემბრის თვეში, სისტემის ხარვეზები შესაძლებელია ნატოს სამხედრო წვრთნასთან ყოფილიყო კავშირში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა