დაკეტილ სახლში ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სად მოხდა საზარელი შემთხვევა?
ინგლისში, ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნორვიჩის მახლობლად, ოფიცრებმა დაკეტილ სახლში 45 წლის მამაკაცის, 36 წლის ქალისა და 12 წლის და 7 წლის მოზარდების ცხედრები აღმოაჩინეს. ოთხივეს დაზიანებები აღენიშნებოდა.
მამაკაცი ადგილობრივი მაცხოვრებელია და მას ბართლომე კუჩინსკად მოიხსენიებენ. პოლიციის თქმით, კაცი ინჟინერი იყო და უძრავი ქონების ვაჭრობით იყო დაკავებული. კუჩინსკი ორი ქალიშვილთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრობდა, თუმცა მეოთხე ცხედარი სტუმარ ქალს ეკუთვნის.
ადგილობრივი მედია კაცის სოციალურ ქსელზე დაყრდნობით წერს, რომ ქალი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. ფეისბუქ გვერდზე იძებნება ფოტოები, სადაც მამა ორ ახალგაზრდა გოგონასთან და მის პარტნიორ ქალთან ერთადაა გადაღებული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის სახლში ნაპოვნი ქალის, მეოთხე ცხედარი.
აღსანიშნავია, რომ პარასკევს, 06:00 საათზე პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა, თუმცა პოლიციამ არ უპასუხა. ზარი სწორედ იმ სახლიდან განხორციელდა, სადაც მოგვიანებით ცხედრები იპოვეს.
ერთი საათის შემდეგ, პოლიციას ადგილობრივმა მამაკაცმა დაურეკა და განუცხადა, რომ სახლში მცხოვრებლების ბედით "შეშფოთებული" იყო. ადგილზე მისულმა პოლიციამ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვა.
ნორფოლკისა და საფოლკის მთავარი საგამოძიებო ჯგუფის დეტექტივები სასოწარკვეთილი ცდილობენ გაარკვიონ რა მოხდა. გამოძიებას ხელმძღვანელობს მთავარი საგამოძიებო ჯგუფის მთავარი ინსპექტორი კრის ბერგესი.
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ოთხივეს დაზიანებები აღმოაჩნდა და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ჩატარდება ექსპერტიზა. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ხანს დარჩებიან. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავიგოთ რამ გამოიწვია ამ ადამიანების სიკვდილი, მაგრამ ამ დროისთვის მიგვაჩნია, რომ ეს არის პირადი ინციდენტი.
მესმის, რომ ეს ადგილობრივ მაცხოვრებლებში შოკსა და აღშფოთებას იწვევს. შაბათ-კვირას ამ ტერიტორიაზე გაძლიერებული პატრულირება გვექნება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს, ითანამშრომლონ ოფიცრებმა. ვიცი, რომ გამოძიების მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესია. მისამართზე კაცი ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა, ქალი კი მათთან სტუმრად იყო, იქ არ ცხოვრობდა. ახლობლები ინფორმირებულენი არიან. ასევე ვიცით, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება კომენტარები, სადაც წერენ, რომ მისამართთან ახლოს ტყიან ტერიტორიაზე დანა იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ამ ეტაპზე დაგიდასტურებთ, რომ ეს დანა კავშირში არ არის მოხმდართან.“ - ამბობს ბერგესი.
32 წლის მამაკაცმა, რომელიც მეზობელად ცხოვრობს მედიასთან განაცხადა, რომ დილას ძაღლის გასეირნებისას, დაახლოებით დილის 8 საათზე პოლიცია დაინახა. "ალიან წყნარი უბანია და აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი საკმაოდ სურეალისტურად გამოიყურება".
წყარო: bbc