დიდი ალბათობით, თებერვლიდან გრიპით ინფიცირებულების მომართვიანობა იკლებს - გოგინავა
ინფექციონისტების პროგნოზით, თებერვლის დასაწყისიდან გრიპის ვირუსით დაავადებულების რაოდენობა იკლებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში მეტწილად ა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლისგან თავის დასაცავად ჰიგიენური ნორმების დაცვა და აცრაა რეკომენდებული.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ ქვეყანაში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსის 2 ქვეშტამია გავრცელებული, რომლებსაც მაღალი სიცხე, კუნთების, სახსრების ტკივილი და ხველა ახასიათებს.
„ყველა დაავადებას ახასიათებს თავისებური მიმდინარეობა. როდესაც მიაღწევს პიკს, შემდეგ იწყება დაღმასვლა. ასეა გრიპის შემთხვევაშიც. მოსალოდნელია, რომ იანვრის ბოლომდე მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდეს და დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან იკლებს მომართვიანობა“, - აცხადებს გოგინავა.