ხვალ შეიძლება ვიღაც ახალი მოსული ვიხილოთ პარტიაში - ნათია მეზვრიშვილი
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე არავისთან გაერთიანებას არ აპირებს, თუმცა ახალ სახეებს პარტიაში არ გამორიცხავს.
„ყოფილ მინისტრებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ბუნებრივი წინასაარჩევნო პროცესია, ვიღაც პარტიიდან მიდის, ვიღაც პარტიაში მოდის. ხვალ შეიძლება ვიღაც ახალი მოსული ვიხილოთ პარტიაში. ვინ იქნება, ამას საზოგადოება გაიგებს. აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, არჩევნებზე მივდივართ მარტო“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.