თეგებით ძიება

რატომ ითვლებიან თევზები ზოდიაქოს ნიშნებში ყველაზე ძლიერებად ?

ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანია თევზები!

თევზები ზოდიაქოს წრის უკანასკნელი ნიშანია და მას წინამორბედნი ნიშნებისგან ყველა საუკეთესო თვისება აქვს აღებული.

ამავდროულად, ბევრი სისუსტე აქვთ, მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყო, თევზების ძალას ის ქმნის, რომ იგი სრულად მოწყვეტილია რეალობას!

გამორჩეულია მათი ინტუიცია, რომელიც გაცილებით ძლიერი აქვთ, ვიდრე ლოგიკა. სწორედ ინტუიციის დამსახურებით წინასწარ გრძნობენ მოსალოდნელ საფრთხეებს.

მიუხედავად იმისა, რომ რბილი ხასიათი და ძალიან კეთილი გული აქვთ, ურთულეს ცხოვრებისეულ მომენტებში მათი გატეხვა შეუძლებელია.

მისტიკური თევზები ძალიან მტკივნეულად განიცდიან ცხოვრებისეულ იმედგაცრუებებს, თუმცა შეუძლიათ, ტკივილს დიდხანს გაუძლონ, ჩრდილში დაელოდონ, როდის ჩაივლის რთული დრო და იმედი არ დაკარგონ.

ნებისყოფა და ასეთი არაამქვეყნიური სულიერი ძალა ეხმარება თევზებს საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლაში. მათი ბრძოლა არის მშვიდობიანი, ინტელექტუალური, მაგრამ მკაცრად მიზანდასახული. ამიტომ, ბედნიერება ყოველთვის მიდის მათ სახლში.

ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნები ასეთი სულის სიმტკიცით ვერ დაიტრაბახებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა