თეგებით ძიება

რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი საპროტესტო აქციას მართავს

რესპუბლიკურის ეზოში პერსონალი აქციას მართავს. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი კლინიკის დაანონსებულ დაკეტვას აპროტესტებენ. მათი თქმით, ახალი კლინიკის აშენება მისასალმებელია, თუმცა პარალელურად, ძველმა ფუნქციონირება არ უნდა შეწყვიტოს.

გარდა ამისა, კლინიკის პერსონალისთვის მიუღებელია კომპენსაციის ის სახეები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მათ სთავაზობს.

შეგახსენებთ, მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს. არსებული შენობის დემონტაჟის აუცილებლობა ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა