თეგებით ძიება

„არაფერ შუაშია აქ მემარჯვენეობა და მემარცხნეობა, უსამრთლობა ყველასთვის უსამართლობაა“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

„სინამდვილეში მთავარი პრობლემა მევახშეების არსებობაა კი არაა (ისინი რადგან არსბეობენ, ესე იგი მათზე მოთხოვნა არსებობს და, რადგან მათზე მოთხოვნა არსებობს, ესეიგი ხალხს ჭირდება ისინი), მთავარი პრობლემაა უსამართლობის დაშვება. ყველა საკითხში ესაა მთაავრი პრობლემა

მაგალითად, ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ 200 000 დოლარად ღირებული ბინა შეიძლება ვიღაცამ 40 000 ლარად წაგართვას (ასე მოხდა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებული  ოჯახის შემთხვევაში, მევახშემ ვაკეში არსებული 108 კვარდაული  ბინა აუქციონზე 40 000 ლარად ანუ დაახლოებით 15 000 დოლარად იყიდა), შესაბამისად არაფერ შუაშია აქ მემარჯვენეობა და მემარცხნეობა, უსამრთლობა ყველასთვის უსამართლობაა.

შესაბამისად კანონმა მევახშეები კი არ უნდა აკრძალოს, ან სესხის გაცემა შეზღუდოს, რადგან შეზღუდვა პროდუქტს აძვირებს (ეს ერთადერთი საკითხია, რაშიც მემარჯვენეებს ვეთანხმები), არამედ უნდა აღმოფხვრას უსამრთლობის დაშვების შესაძლებლობა.

როგორ? აქ ბევრი ვარიანტის მფიქრება შეიძლება და სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ. იგივე კეკელიძეზე არსებული ბინა საბაზრო ფასად რომ გაყიდულიყო, იქიდან მევახშეს თავისი წილი მიეღო და დანარცენი მეპტრონეს დარჩენოდა, სავარაუდოდ პრობლემა საერთოდ არ იარსებებდა.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა