"ახლა თქვენი დროა... გილოცავთ“ - ნახეთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვის დაიწყო პოზიტიური პერიოდი
მერწყული (Aquarius) – ჰაერის სტიქიის ნიშანია, რომელსაც ერთდროულად ორი პლანეტა – ურანი და სატურნი მართავს. ის ზოდიაქოს თანავარსკვლავედის ერთ–ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ნიშანია, რომლის წარმომადგენლები მუდამ ახალი შეგრძნებების ძიებაშია არიან. თავად მერწყულის ნიშანშია ჩადებული შინაგანი კონფლიქტი – ისინი მუდმივად ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ახალი გამოცდილების, ახალი ინფორმაციის მიღებისკენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები იდეური ადამიანები არიან, რომლებიც თავისი იდეალიზმის პრიზმაში ატარებენ ამორალურ საქციელსაც, ან ყველაზე წარმოუდგენელი სექსუალური გამოცდილების ფორმებსაც კი. სხვათა შორის, სწორედ ამ ნიშის წარმომადგენლები ადვილად მეგობრობენ ყოფილ საყვარლებთან, რადგან სექსს ურთიერთობების ბუნებრივად ბაზად მიიჩნევენ.
მერწყულები, ერთი შეხედვით, კეთილი, რბილი და მერყევი ადამიანები ჩანან. ისინი ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის, დიდად აფასებენ მეგობრობას და ძალიან უყვართ ყოფის, ადამიანის არსებობის საიდუმლოებების შესწავლა – მათი ნატურის ფილოსოფიური შემადგენელი სამყაროზე მათ არასტანდარტულ შეხედულებას განსაზღვრავს. მერწყულები, გამოხატავენ რა სიძულვილს მატერიალური ფასეულობების, პათოსისა და ფუფუნების მიმართ, გულის სიღრმეში ძალზე დამოკიდებული არიან კონფორტსა და ფულზე, თუმცა, მათი ძირითადი იდეოლოგია ეხება ადამიანთა თანასწორობისა და დემოკრატიის იდეას, როგორც უმაღლეს ფასეულობას.
წყარო - epilogi.ge