თეგებით ძიება

მომართვის შემთხვევაში, პროფესორები აკაკი ჩიქობავას თავდებში დაუდგებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლებელში განვითარებულ მოვლენებსა და დაკავებული აკაკი ჩიქობავას შესახებ განცხადებას ავრცელებს.

თსუ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი დაკავებული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას საკითხით "დაინტერესებულია" და იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი და ადვოკატები სასწავლებელს მიმართავენ, უნივერსიტეტის პროფესორები გამოთქვამენ მზაობას, რომ თავდებში დაუდგნენ მას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.

ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.

მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება", - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა