თეგებით ძიება

მომავალი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა horoskopi.ge-ს ეთერში მომავალი კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ ისაუბრა.

ვერძი

ენერგოტონუსი უმჯობესდება. ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება. იმუნიტეტი მატულობს. ხდება უფრო ენერგიული, აქტიური, ინიციატივიანი. ეს არის ძალიან კარგი პერიოდი ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და რეალიზაციისთვის. შეიძლება ახალი მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, ძველი კი უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ. აუცილებელია ინტერნეტთან აქტიური კონტაქტი, რადგან აქედან მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობთ. თქვენი ავტორიტეტი მატულობს და ეს პერიოდი სასიკეთოთ უნდა გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და გამოთქმებს.

კურო

ამ პერიოდში ზედმეტად ნუ გადაიღლებით. კარგია მოგზაურობისთვის. მოულოდნელი წინადადებები შეიძლება მიიღოთ, რაც შემდგომი წინსვლის საწინდარი გახდება.

ტყუპი

ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის. შესაძლებელია, უცხოელებთან ჩამოყალიბდეს პარტნიორობა-თანამშრომლობა.

კირჩხიბი

ენერგოტონუსი მცირდება. მატულობს წყენის ტენდენცია, სუბიექტურობა, მაგრამ პოეტური შანსებიც ჯერ კიდევ გვაქვს. მაგალიტად, პარტნიორული ურთიერთობა ხელს შეუწყობს თქვენი თვითრწმენის ზრდას. მთავარია, არ გათქვათ ინფორმაცია თქვენი გეგმების შესახებ.

ლომი

ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენი ნიჭის და უნარის გამოვლენას. გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი. კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, სასიყვარულო, საქმიანი პარტნიორული ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის, რაც ფინანსურ დივიდენდებსაც მოიტანს.

ქალწული

ზედმეტად ნუ გადაიღლებით და სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ. ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. კარიერული წინვლისთვის გაქვთ კარგი პერიოდი.

სასწორი

ეს პერიოდი უფრო მეტად ხელს გიწყობთ რომ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ გარეგნობას, საკუთარ საქმეებს. ეს პერიოდი ხელს უწყობს საზოგადოებაში თქვენი ავტორიტეტის ზრდას, საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის. შეიძლება,  ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, ან ძველი უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ.

მორიელი

თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ზედმეტ ფაცი-ფუცს ადგილი არ უნდა ჰქონდეს თქვენი მხრიდან. თუმცა შესაძლოა მოგიხდეთ მგზავრობა, მოგზაურობა, შეხვედრები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ყოველდღიიური საქმიანობის შესრულება. მაგრამ მთავარია ზედმეტად არ გადაიღალოთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ. შეიძლება გაუმჯობესდეს ურთიერთობა ნათესავებთან.

მშვილდოსანი

ეს არის მრავალმხრივი შეხვედრების, მოლაპარაკებების პერიოდი. შეიძლება მიიღოთ საინტერესო წინადადება. უმჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეგობრებთან. მათი მხრიდან თამადგომა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თქვენს წინსვლას.

თხის რქა

ზედმეტად ნუ დაიღლებით. სხვა მხრივ კარგი პერიოდია, შეიძლება ძველი საქმეებიდან მიიღოთ მატერიალური სარგებელი ან პრემია.

მერწყული

თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება.  მზე გადის მერწყულის ნიშანს, ამიტომ სიზარმაცის უფლება არ გაქვთ. გემატებათ ენერგია. მატულობს თვითრწმენა თქვენში. თქვენი გონებამახვილობა იქნება მნიშვნელოვანი და თქვენს რჩევებს სხვა ადამიანები გაითვალისწინებენ, რაც თქვენს ავტორიტეტს გაზრდის.

თევზები

ენერგოტონუსი მცირდება ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით. შეიძლება, ადვილად გაცივდეთ. დეპრესიულმა ტენდეციებმა შეიძლება თავი იჩინოს და ეს არ დაუშვათ. ნუ გათქვამთ ინფორმაციას თქვენი გეგმების შესახებ. მაქსიმალურად გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა