თეგებით ძიება

„გახსოვდეს, ფულს და ბედნიერებას სიჩუმე უყვარს“ – 2024 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი, 2024 წლის დასაწყისში მასშტაბურ ცვლილებებს გელოდებათ – შესაძლოა, ეს იყოს საოცხოვრებელი ადგილის ხშირი შეცვლა, ან მივლინებები.  წლის შუა რიცხვებიდან შესაძლებელია მიიღოთ შედარებით დიდი შემოსავლები, ფართომასშტაბიანი ტრანშები და სერიოზული გარღვევები ფინანსების სფეროში. ამავდროულად, უნდა უფრთხილდეთ გარშემომყოფების არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, შესაძლოა, გახშირდეს ისეთი ქმედებები, როგორიც არის, მაღაზიის ქურდობა ან სახლის ძარცვის მცდელობა.

კუროს  ნიშნით დაბადებულებისთვის, შეიძლება 2024 წლის დასაწყისში ძლიერად იყოს დამოკიდებული გარემო ფაქტორებზე – მათთვის ეს წელი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ახალი წამოწყების პერიოდი იქნება. მოგიწევთ მანევრირება და წონასწორობის, ბალანსი სხვადასხვა სიტუაციებში. იყავით ფხიზლად, ამ თვის განმავლობაში გამძაფრებულად მოგიწევთ ენერგიის დახარჯვა, ახლა დასვენების დრო არ არის!

ტყუპებისთვის თებერვალი, შესაძლოა, მარტივი არ იყოს… მოსალოდნელია, იმედგაცრუება ინვესტიციებისგან, მოგიწევთ თქვენს მიერ მოპოვებული ადგილის (ეს იქნება ბიზნესსექტორი, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირების მდგომარეობა) შენარჩუნება, თუმცა, წლის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია, ახალ ბიზნეს გაერთიანებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ ამ ნაბიჯის შემთხვევაში მოგიწევთ სიფრთხილით მოეკიდოთ გარემოს და მენეჯმენტის ხრიკებს.

კირჩხიბებო, ეს თქვენი იღბლიანი თვეა!.. ბევრი მოვლენა და პროცესი, რომლებიც აქამდე გაწუხებდათ, საბოლოოდ მოგვარდება! 2024 წლის დასაწყისში, თქვენი დანაზოგი არარელევანტური გახდება, ამის სანაცვლოდ გელოდებათ კარგი შემოსავალი და ახალი, მომგებიანი პროექტები, რაც კარგი შედეგებით ახალ ჰორიზონტში ძლიერი გარღვევის მსგავსი იქნება. ამავდროულად, ელოდეთ „წარსულის ადამიანების“ დაბრუნებას. შესაძლოა, ეს იყო საქმიანი კავშირები, გამოჩნდნენ ის პირები, ვისაც თქვენი ვალი მართებდა..

ლომისთვის 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული იქნება. თქვენ მიიღებთ იმ ძალასა და გავლენებს, რომლისკენაც ისწრაფოდით. ოჯახი და გარემო დაგეხმარებათ, მოგიწევთ, ერთიან, ძლიერ ფრონტად იქცეთ. წლის ყველა ცვლილება, ძირითადად, უკეთესობისკენ იქნება მომართული, ყოველი ახალი ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, მთავარია გვახსოვდეს, რომ ფულს და ბედნიერებას სიჩუმე უყვარს. შეინახეთ „ბრწყინვალება“ ცხოვრების სხვა, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

2024 წლის პირველი ნახევარი ქალწულებისთვის შედარებით რთული იქნება. ინვესტიციებმა შესაძლოა იმედები ვერ გაგიმართლოთ, ეს არ გაძლევთ საფუძველს ხელები ჩამოუშვათ – ყოვლთვის კარგი პერიოდი არავის აქვს; წლის მეორე ნახევარი თქვენთვის რადიკალურად განსხვავებული იქნება! პატარ-პატარა შეფერხებებმა არ უნდა დაგღალოთ, „დაასრულეთ გადატვირთვა“ და იპოვნეთ ახალი გზა ფინანსების მოსაძიებლად – თებერვალი ახალი შანსების, აქტიურობის, გეგმების დალაგების თვეა მომავალში „ნოყიერი“ შედეგებისთვის. წლის მეორე ნახევარში დაიწყებთ ახალ პროექტებს, რომლებიც კარგ შემოსავალს და ცხოვრების სიხარულს მოგიტანთ.

სასწორებისთვის ასევე სიახლეებით დახუნძლული პერიოდი იწყება – ბევრისთვის ბიზნესის საქმიანობის გაუმჯობესების, უკეთესობისკენ ცვლილებების ეტაპი შეიძლება დაიწყის, მაგრამ არ დაგადვიწყდეთ, გადახედოთ წარსულის საქმეებს, რადგან ეს თქვენთვის კარმული პერიოდია და ყურადღებით ყოფნა გმართებთ. ასევე, იგრძნობთ, რომ სიტუაციის ბატონ-პატრონი ხართ. დიდი ალბათობით, ეს თქვენთვის ცვლილებების, სიახლეების დროა, მაგრამ ეს ნამდვილად არის ის შემთხვევა, როდესაც „ცვლილებებს უკეთესობა მოაქვს! –  შემოსავალი, კარგი საქმიანი ურთიერთობები და დადებითი ემოციები გელით.

მორიელებო, ეს არ არის საუკეთესო წელი ინვესტიციებისთვის და დიდი შესყიდვებისთვის. სჯობს დამკვირვებლის პოზიციაში გადახვიდეთ – 2024 წელი თქვენთვის მოთმინებისა და სულიერი ზრდის პერიოდია. სამწუხაროდ თუ ზოგჯერ ასეთი პერიოდის თავიდან აცილება შეუძლებელია, სჯობს, ამისთვის წიანსწარ იყოთ მზად… ამ დროისთვის საჭიროა „ეკონომიის რეჟიმის ჩართვა“ და თვითკონტროლი. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გეჩვენებათ. ბევრ ილუზიას გაანადგურებს რეალობა და ამის მიღება ადვილი არ იქნება თქვენთვის, ამიტომ, ეცადეთ,  ცხოვრებას ამ პერიოდში „მაღალი სტანდარტები“ არ დაუწესოთ.

მშვილდოსნებო, ნუ მისცემთ უფლებას დროებით სირთულეებს შეგაჩეროთ, რთული გზა აუცილებლად მიგიყვანთ გამარჯვებამდე და თქვენი გეგმების შესრულებამდე! გამარჯვება, გართობა და სიხარული 2024 წელს თქვენი თანამგზავრი. თუმცა, ეცადეთ, ზომიერება არ დაკარგოთ, ასევე, ცოტა მოთმინება და ლოდინიც მოგიწევთ. ახალი გაერთიანებები კარგ შედეგს მოიტანს, განსაკუთრებით მათ, ვინც „დაქირავებულ სამუშაოს“ ასრულებს. თუმცა, პირადი პროექტებიც წარმატებული იქნება. გამოიყენეთ მომენტი!

თხის რქებს მოიწევთ ახალი ბრძოლების დაწყება იმისთვის, რაც მათ სურთ. გეგმები შესრულდება, ოღონდ პლუს-მინუს, 50%-იანი შედეგებით – არსებობს შანსი, მოგიწიოთ სიტუაციების ახალი კუთხით ან პოზიციიდან შეხედვა. ერთი სიტყვით, წელს თქვენი მსოფლმხედველობა 180 გრადუსით შეიცვლება და ეს კარგია! 2024 წლის დამსაურებით, ბევრს დაკარგავთ, მაგრამ ასევე ბევრს მოიგებთ, მაგრამ ამან არ გაგაბრაზოთ – გამოიყენოთ ნებისმიერი ცვლილება თქვენს სასარგებლოდ. ახლა ბავშვურად მოქმედების დრო არ არის.

ფინანსური სექტორი, 2024 წელს მერწყულთა უმეტესობისთვის წარმატებული იქნება. ბევრი გეგმა განხორციელდება, სტრუქტურირებული იქნება, იპოვით კომფორტის ზონას, საიდანაც გასვლა აღარ დაგჭირდებათ და წლის ბოლოს, თქვენი მცდელობების, თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევის დამსახურებით, თავს გამარჯვებულად იგრძნობთ, რადგან 2024 წლის მეორე ნახევარში შესაძლებელია დიდი თანხის მიღება ან მომგებიანი კონტრაქტის გაფორმება.

თევზებს ფინანსურ წარმატებას მოუტანს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა; ასევე, მოსალოდნელია, საქმიანი შეხვედრები უცხოელებთან. ეს წელი თქვენთვის მნიშვნელოვანი, ამავდროულად, კარმული იქნება, ოღონდ ამ სიტყვის კარგი გაგებით. შეძლებთ მრავალი ფინანსური პროცესის გამარტივებას და ლიდერის პოზიციის მიღებით, თმცა დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ ხელმძღვანელი პირის პოზიცია…


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა