ბრიტანელი ქალბატონის ფრჩხილზე ხაზი კიბოს იშვიათი სახეობის ნიშანი აღმოჩნდა
40 წლის ელისაბედ მილსბრიკმა, 2019 წლის სექტემბერში, მარცხენა ხელის შუა თითის ფრჩხილზე უცნაური ყავისფერი ხაზი შენიშნა.
მან მიმართა ოჯახის ექიმს, რომელმაც დერმატოლოგთან გადაამისამართა.
ქალს დაუდგინდა აკრალური ლენგიტინოზური ფრჩხილქვეშა მალანომა - კანის ძალიან იშვიათი სახეობის კიბო.
2020 წლის აპრილში, მისლბრუკს მოაშორეს ხაზიანი ფრჩხილი, ბიოფსიისთვის. თუმცა ანალიზმა საშიში არაფერი აჩვენა. ახალ ფრჩხილის ფირფიტაზე, რომელიც მოშორებულის ადგილზე გაიზარდა, ისევ იმგვარი, მხოლოდ უფრო ფართო და მუქი ხაზი აღინიშნა.
ახალმა ბიოფსიამ დაადასტურა კიბოს დიაგნოზი. ექიმებმა გადაწყვიტეს იმ თითის პირველი ფალანგის ამპუტაცია, სადაც ავთვისებიანი წარმომანაქმნი განვითარდა.
ფრჩხილქვეშა მელანომა კანის კიბოს შემთხვევებიდან 1%-ში აღინიშნება. სხვა სახის მელანომებისაგან განსხვავებით კიბოს აღნიშნული სახე არ უკავშირდება მზის გამოსხივებას.
მისი განვითარების მიზეზები, დღემდე უცნობია.
ყველაზე ხშირად, ფრჩხილქვეშა მელანომის პირველ სიმპტომს წარმოადგენს ფრჩხილზე თანდათანობით მზარდი ყავისფერი ან შავი ხაზების ან ლაქების გაჩენა.
წყარო: მკურნალი.გე