თეგებით ძიება

რომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ?

ზამთრის ბოლო თვე დადგა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თებერვალი ბევრი ადამიანისათვის არაერთი ცვლილებისა და სიახლის პერიოდი იქნება და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშეც კი აღმოვჩნდეთ. წელს თებერვალი 29 დღე-ღამისაგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ სხვადასხვა გამოწვევა და საინტერესო თავგადასავალია.

ნუმეროლოგები გვიზიარებენ პროგნოზს, თუ რომელი დღეები იქნება თვის განმავლობაში ყველაზე ხელსაყრელი და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

1, 10, 19, 28 თებერვალი

ეს სუპერ სასარგებლო დღეებია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც გუნდურ მუშაობასაა მიჩვეული და შეუძლია, კოლეგებსა და თანამოაზრეებს საკუთარი იდეები გაუზიაროს. დიდი შანსი გაქვთ, რომ თქვენი საინტერესო იდეები, ინიციატივები გუნდმა ერთხმად აღიაროს და შესაბამისი მხარდაჭერაც მიიღოთ. არ დაგავიწყდეთ კეთილგანწყობის გამოხატვა. ამ დღეს სამყარო თქვენს ემოციებს განსაკუთრებით კარგად იზიარებს. ამიტომაც, გაეცით ბევრი სითბო, სიყვარული, ღიმილი. დადებითი განწყობა უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

2, 11, 20, 29 თებერვალი

ამ დღეებში მნიშვნელოვანია, რომ ძველ, არასაჭირო საქმეებსა და ურთიერთობაზე უარი თქვათ და ახლის ძიება, განხორციელება დაიწყოთ. წარმატების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ და ის, რასაც აღნიშნულ პერიოდებში წამოიწყებთ, შესაძლოა, თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს.

3, 12, 21 თებერვალი

ამ დღეებში მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებზეც იფიქროთ. გამოხატეთ კეთილგანწყობა, ყურადღება. ნახავთ, რომ სასიამოვნო ემოციები თქვენც დადებითად დაგმუხტავთ და მოტივაციას აგიმაღლებთ.

4, 13, 22 თებერვალი

აღნიშნულ დღეებში კომუნიკაცია გართულებულია, ამიტომაც ფრთხილად იყავით. ნუ ჩაერთვებით უსაფუძვლო კამათსა და კრიტიკაში. შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, მნიშვნელოვან ადამიანს ძალიან აწყენინოთ და შემდგომ თქვენი ქმედება ინანოთ.

5, 23 თებერვალი

თუ დიდი ხანია, პირად ურთიერთობაში გარკვეული დეტალების საბოლოოდ გადაწყვეტა, პარტნიორთან დალაპარაკება გსურთ, ეს დღე მსგავსი კომუნიკაციისათვის შესანიშნავია.

6, 15, 24 თებერვალი

თუ რაიმეზე განსაკუთრებით კონცენტრირება გჭირდებათ და მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ შესასრულებელი, რომელიც თქვენგან ბევრ ფიქრსა და ანალიზს მოითხოვს, აღნიშნული დღეებისათვის დაგეგმეთ. საქმეს ბრწყინვალედ შეასრულებთ.

7, 16, 25 თებერვალი

ეს დღეები გარიგებებისა და ახალი თანამშრომლობის დასაწყებად იდეალურია. კომუნიკაცია ეფექტურად წარიმართება და სასურველ შედეგს მიიღებთ.

8, 17, 26 თებერვალი

დროა, თქვენ მიერ შესრულებული საქმეები შეაჯამოთ და შედეგი იხილოთ. თვის განმავლობაში შუალედური შეჯამებები მოგცემთ შესაძლებლობას, გაარკვიოთ, რამდენად სწორად მიდიხართ და ხომ არ უნდა შეცვალოთ თქვენი გეგმები.

9, 18, 27 თებერვალი

ეს დღეები განსაკუთრებით წარმატებული ახალი საქმეების წამოწყებისთვისაა. იღბალი თქვენ მხარესაა. თუ რომელიმე პროექტის დაწყება და განხორციელება, ახლის შესწავლა, ჰობის განვითარება გინდოდათ, პირველი ნაბიჯები სწორედ ამ პერიოდში შეგიძლიათ, გადადგათ.

14 თებერვალი

პირად ურთიერთობებში თამამი, გაბედული ნაბიჯების გადადგმისათვის შესანიშნავი დროა გამოხატეთ სიყვარული, სითბო, მზრუნველობა, გამოუტყდით საყვარელ ადამიანებს გრძნობებში და გააკეთეთ ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით!

გარდა ზოგადი პროგნოზისა, თვის განმავლობაში თუკი მთვარის ფაზებსაც გაითვალისწინებთ და ისე დაგეგმავთ ნაბიჯებს, შესაძლოა, ბევრად უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მთვარე ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს. ახალი მთვარისა და სავსე მთვარის დღეებში უმჯობესია, მნიშვნელოვანი რაღაცები არ დაგეგმოთ, რადგანაც, როგორც წესი, აღნიშნულ დღეებში ადამიანები მომატებულ ემოციურობასა და შფოთვას განიცდიან და შესაძლოა, არასწორი ნაბიჯები გადადგათ.

ახალი პროექტების, საქმეების განსახორციელებლად ყველაზე კარგი მზარდი მთვარის პერიოდია, კლებადი მთვარის დროს კი მნიშვნელოვანი, ძველი საქმეები დავასრულოთ და ბოლომდე მივიყვანოთ.

კლებადი მთვარე - 1-9 თებერვლის პერიოდშია

ახალი მთვარე - 10 თებერვალსაა

მზარდი მთვარე - 11-23 თებერვლის პერიოდშია

სავსე მთვარე - 24 თებერვალსაა

წყარო - beaumonde.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა