სასწრაფოდ გადაყარეთ! - 11 ნივთი, რომელიც კიბოს იწვევს
დიდი ხანია ცნობილია, რომ ბევრი ჩვეული ნივთი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და პრაქტიკულად ყველას სახლშია, ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.
უკანასკნელმა სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა: კანცეროგენები, ისეთები, როგორებიც არის– ფარმალდეგინი, ტრიკლოზანი, ნაფტალინი შესაძლოა კიბოს გამომწვევი გახდეს.
და რა მერე? საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ამ საშიშ ნივთიერებებს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, კვლავ იყიდება მაღაზიებსა და ბაზრებში... ჩვენ კი ისინი სახლში მიგვაქვს...
გაეცანით ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას და გახადეთ თქვენი საცხოვრებელი უსაფრთხო ზონად.
1. ჰაერის გამწმენდები.
თუკი ჰაერის ქიმიურ გამწმენდს ჩაისუნთქავთ, არა მხოლოდ მაღალი სასუნთქი გზების ანთება შეიძლება დაგემართოთ, არამედ სერიოზული დაავადების გაჩენის რისკის ქვეშ ხართ. თანამედროვე ჰაერის გამწმენდი საშუალებები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმში ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას უწყობენ ხელს.
ჰაერის გაწმენდის მარტივი საშუალებაა – მოხარშოთ ლიმონის ან ფორთოხლის კანი. აბაზანაში კი სასიამოვნო არომატს დააყენებთ, თუკი რამდენიმე წვეთ ეთერზეთს ტუალეტის ქაღალდის რულონს შიგნიდან დააწვეთებთ. შეეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები სხვადასხვა ზედაპირის გაწმენდისას – ისინი არა მხოლოდ ჭუჭყს კლავენ, არამედ ჩვენს ჯანმრთელობასაც. საბედნიეროდ, სისფუთავის შენარჩუნება ბუნებრივი საშუალებებითაც შეიძლება.
2. კბილის პასტა და პირის ღრუს სავლებები
კბილის პასტაში შემავალი ფართოთ გავრცელებული ნივთიერებებია ტრიკლოზანი და ფტორიდი. ორივე ძალიან საშიში ქიმიური ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმში გროვდება. დროა, გადავიდეთ ორგანულ, ნატურალურ კბილის პასტებზე!
3. ტეფლონით დაფარული ჭურჭელი
თავად ასეთი ჭურჭელი უსაფრთხოა. ტეფლონური საფარი საკების ცხიმის მინიმალური გამოყენებით მომზადების საშუალებას გვაძლევს. მაგრამ როგორც კი საყვარელ ტაფაზე ნაკაწრები გაჩნდება, ის საშიში ხდება: გაცხელების დროს ტეფლონური საფარველიდან საშიში ქიმიური ნივთიერებები გამოდის, ისეთი, როგორიც არის კარბონის მჟავა. გამოიყენეთ ხარისხიანი ჭურჭელი, რომლის გაკაწვრაც და დაზიანებაც რთულია.
4. ჭუჭყიანი, ძველი ფეხსაცმელი
როცა სახლში შედიხართ, ფეხსაცმელი მაშინვე სპეციალურ კარადაში შეინახეთ. საქმე ისაა, რომ ფეხსაცმელთან ერთად შინ აბსულუტურად უსარგებლო და მავნე ქიმიური ნივთიერებები შემოგვაქვს – დაწყებული ტყვიიდან, პესტიციდებით დამთავრებული. ძველი ფეხსაცმლის შინ შენახვაც საშიშია, მის ძირებზე შესაძლოა საშიში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდეს, რაც სახლში ჰაერის დაბინძურების მიზეზი გახდება.
5. ნაფტალინი
ალბათ ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვინც ჯერ კიდევ იყენებს ნაფტალინს ჩრჩილის წინააღმდეგ. ნაფტალინი ოფიციალურად შეტანილია კიბოს გამომწვევ ნივთიერებათა სიაში. გამოიყენეთ მწერებისგან თავის დასაცავი ბუნებრივი საშუალებები, მაგალითად, ლავანდას ყვავილებით სავსე პატარა ტომრები.
6. დეკორატიული სანთლები
ლამაზი სანთლის ფითილი ხშირად სიმყარის მისაცამედ რკინას შეიცავს. რკინა ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს ადამიანის ორგანიზმში. შეეცადეთ შეამციროთ შინ დეკორატიული სანთლების მოხმარება.
7. დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები
ალუმინის, ფტალატები და ტრიკლოზანი – ყველა ეს ნივთირება შედის დეზოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებში. განსაკუთრებით საშიშია მათი გამოყენება ქალებისთვის – დამტკიცებულია, რომ ალუმინი მკერდის კიბოს გამომწვევი ნივთიერებაა. ჩაანაცვლეთ ჩვეულებრივი დეზოდორანტები ორგანული ანალოგებით.
8. შხაპის ფარდა
ყველაზე კარგია შხაპის კაბინას თუ აბაზანას მინის პანელი დაუყენოთ. როცა აბაზანაში ცხელა და ნესტია, პლასტიკატის ფარდა იწყებს ჯანმართელობისთვის საშიში ნივთიერებების გამოყოფას.
9. პლასტიკატის კონტეინერები საკვებისთვის და პლასტიკატის ბოთლები
ფტალატები და ბისფენოლი A – ნივთიერებებია, რომლებსაც ნებისმიერი პლასტიკატის ჭურჭელი შეიცავს. ნუ გააცხელებთ პლასტიკატის კონტეინერებში საჭმელს! სასმელი პლასტიკატის ბოთლი კი ჩაანაცვლეთ მინის ბოთლით.
10. წყალი
ონკანის წყალი, რომელიც არ იფილტრება, შეიცავს მძიმე ლითონებს და ბევრ ქიმიურ შენაერთს, ერთ-ერთია ქლორი. ისინი ცუდად მოქმედებენ ორგანიზმზე, ამიტომაც კარგი იქნება, თუ ფილტრებს დააყენებთ როგორც სამზარეულოს ონკანზე, ასევე აბაზანაშიც.
11. საღებავები და ლაკები
თუკი სახლში რაიმე საღებავს ან ლაკს გამოიყენებთ, არ დაგავიწყდეთ კარგად გაანიავოთ ოთახი! თუნდაც ეს ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაკი იყოს, მაინც.
საშიში ქიმიური ნივთიერებები, - კანცეროგენები – რომლებიც ჩვენთვის ჩვეულ ნივთებში შედის, საშიშად მოქმედებს ჩვეულებრივი უჯრედების დნმ-ზე. ისინი წარმოუდგენელ ცვლილებებს იწვევენ გენურ მასალაზე და ამიტომაც ადამიანი ავად ხდება.