თებერვლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
როგორია 2024 წლის თებერვლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის? - ამის შესახებ ასტროლოგმა, სოფია ბზეკალავამ გადაცემა „შენი დილა“ ისაუბრა და ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციები გაუზიარა.
ვერძი
ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა პირადი და პარტნიორული კუთხით. 12 რიცხვიდან ვერძის ცხოვრებაში მიდის სწრაფად ცვალებადი მოვლენები, ემოციები და მას სხვადასხვა ადამიანთან მოუწევს შეხება. ვიღაცამ შესაძლოა აღგაფრთოვანოთ, ვიღაცამ კი აგრესია გამოიწვიოს, ამიტომ შეეცადეთ აკონტროლოთ თქვენი განწყობა. თუ თქვენ არ გყავთ წყვილი, გაქვთ შანსი, ახლებურად ააშენოთ სტაბილური ურთიერთობა.
კურო
მათი მმართველი პლანეტა თვის მეორე ნახევრიდან გადის თხის რქას და შემდეგ მერწყულის ნიშანს. დროა კონკრეტულად გავაჟღეროთ კონკრეტული სურვილები. შესაძლოა გაუაზრებლად მოხდეს სიტუაციების არევა, რაც არასწორი ინფორმაციის შედეგი იქნება.
ტყუპი
ძალიან საინტერესო თვე ელოდებათ. ექნებათ საშუალება ტრანსფორმაცია განახორციელონ ურთიერთობების იმისთვის, რომ მომავალში გაგრძელდეს ურთიერთობები პრინციპით - პატივისცემა. რისკავენ, რომ ჩაიხვიონ აგრესია და რა თქმა უნდა უთქმელი ემოციები, შესაძლოა ნეგატიური ემოციებით გამოვლინდეს. თუ კი თქვენ სწორად იმოქმედებთ და ყველაფერს საკუთარ სახელს დაარქმევთ, ეს არის კიდეც თავისუფლება.
კირჩხიბი
ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევაში, შუა თვეში საბოლოოდ მოხდება ურთიერთობების დასრულება წარსულთან. ეს იქნება იმის გაცნობიერება, როგორ ურთიერთობაში არ უნდა ვიყოთ. ნუ შეგეშინდებათ ურთიერთობებში იყოთ დიდი.
ლომი
თებერვლის მეორე ნახევრიდან ლომს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი - პროფესია თუ პირადი ურთიერთობა. ორ სკამზე ჯდომა აღარ გამოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული პერიოდია მისთვის. დროა განსაზღვროთ რა არის თქვენი პრიორიტეტი.
ქალწული
ძალიან საინტერესო პერიოდი ელოდებათ წინ, გამოდის ვალდებულებების ეტაპიდან. გადაწყვეტენ რომ თამამ ნაბიჯებზე არიან წამსვლელები. იქნებიან ძალიან კრეატიულები და აქვთ შანსი დაიწყონ ახალი ურთიერთობები, რომელსაც სწრაფად განავითარებენ. მთავარია გაბედონ საუბარი. აკეთეთ ის, რასაც თქვენგან არ ელიან
სასწორი
სასწორს უწევს იპოვოს ბალანსი, სურვილებსა და პრიორიტეტებს შორის. საინტერესო მდგომარეობაში არიან, სხვანაირად დაინახონ ამ სიტუაციის პერიპეტიები. შესაძლოა პარტნიორულ ურთიერთობებში ახალი იდები აღმოაჩინონ, ის ჩიხური მდგომარეობიდან გამოდის, თუ გააცნობიერებს რა უშლიდა ხელს.
მორიელი
პლუტონი მორიელის მმართველია, რომელიც ახლა სცენაზეა. მორიელი სწორად მანევრირებს, საბოლოოდ თავისუფლად ილაპარაკოს საკუთარ სურვილებზე. თუ გინდათ კონტროლი, სიტუაციის კონტროლს თავი უნდა დაანებონ. მორიელს კი ძალიან უჭირს, როდესაც ვერ აკონტროლებს სიტუაციას. დრო დადგათ იყოთ გულწრფელი და გამოხატოთ გრძნობები, რაც თქვენი მთავარი კოზირია.
მშვილდოსანი
სირაქლემას პოზიციაში ყოფნით, სიტუაცია დაიშლება. ფასეულობათა სისტემიდან გამომდინარე სწორ დასკვნებს გამოიტანთ, სად ხართ მზად და სად არა. დროა ახალი რაღაცის სწავლის. შესაძლოა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის იყო დუმილის მომენტი, რაც უნდა დაარღვიოთ. თქვენი მთავარი გასაღები არის გულწრფელობა და საუბარი.
თხის რაქა
იყება იმის გაანალიზება, რამდენად თანხვედრია თქვენი და თქვენი პარტნიორის ფასეულობათა სისტემა. შეიძლება ადამიანებმა გააცნობიერონ, არ უნდათ გაცემა რაღაცის, რადგან პარტნიორი მხოლოდ მიმღებლობის როლშია. თქვენ მზად ხართ ემოციური ჭიპლარი გახსნათ, სადაც გათავისუფლდება ადგილი კონკრეტული ადამიანისთვის. მიხვდებით, რომ არ გჭირდება ადამიანებს რაღაც უმტკიცოთ. არ იხარჯებოდეთ ამაოდ, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა დაგინახონ. მთავარია თქვენი თავი დაინახოთ და ამის მერე, სხვებიც შეგამჩნევენ.
მერწყული
ამ პერიოდში უნდა დაასრულოთ ურთიერთობა, მაგრამ კონფლიქტის გეშინიათ, რაც შესაძლოა იყოს ემოციური მიბმა. თუ ომს იწყებთ ეს დიდხანს გაგრძელდება იცოდეთ. ეს თვე არის სადაც მნიშვნელოვან მოვლენებს ველოდებით, და მეწრყულთან განსაკუთრებით იქნება გამოკვეთილი. მნიშვნელოვანია აღიარება და გარკვეული კომპრომისები, საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე.
თევზები
პლანეტარული აღლუმი, თევზების ზურგს უკან ხდება. ის რაც წარსულში ტრამვულად დაიმახსოვრეთ, ძალიან მალე ზედაპირზე ამოყვინთავს და გაიგებთ, და შესაძლოა ეს შოკი იყოს. რაც განსაკუთრებით ახლო წრის ქალბატონების ფილტრაციას გამოიწვევს. ის რაც ზურგს უკან ხდება, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე, რადგან სამართლიანობის პრინციპით, ყველას თავის წილი ერგება.