თეგებით ძიება
03. 02. 2024 მსოფლიო

მობილიზებულების ცოლების აქციის გაშუქებისთვის, მოსკოვში ჟურნალისტები დააკავეს

მოსკოვის პოლიციამ ჟურნალისტები დააკავა. მიზეზი იმ აქციის გაშუქებაა, რომელიც მობილიზებული სამხედროების მეუღლეებმა გამართეს. რეპორტიორებს ჟილეტები ეცვათ რომელზეც პრესა ეწერა, ამის მიუხედავად კი რუსულმა პოლიციამ მათი აყვანის გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 

სულ ინფორმაცია 27 დაკავებულზე ვრცელდება. მობილიზებულთა მეუღლეები კრემლთან უკვე მეცხრე აქციას მართავენ. მთავარი მოთხოვნაა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწეროს განკარგულებას რუსეთში 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული მობილიზაციის დასრულებაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა