თეგებით ძიება

5-11 თებერვალი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თებერვლის პირველი სრული კვირა ჰარმონიული პლანეტარული ასპექტებით დაიწყება, რადგან ორშაბათს მერკური გადადის მერწყულში, ხოლო მზე ქმნის სექსტილს (60°) ქირონთან. ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობა შემოქმედებითად შეძლებს არაერთი პრობლემის გადაჭრას და ცხოვრების გამრავალფეროვნებას ახალ საინტერესო ნაცნობებთან ერთად. ბევრ მათგანს ახასიათებს მაღალი ინტელექტუალური აქტივობა, მეცნიერული აღმოჩენები და მიღწევები კომერციულ საქმიანობაში. ოპონენტებზე გავლენის მოხდენის უნარი გამოჩნდება მათში, ვინც საზოგადოებრივ და სოციალურ სფეროებში საქმიანობს. მოგზაურობისას რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება.

ვენერასა და ურანის ტრინი (120°) შუა კვირაში ძლიერ გავლენას მოახდენს ცხოვრების შემოქმედებით და რომანტიკულ სფეროებზე. შესაძლოა ახალ სპონტანურ ნაცნობებს შორის თავბრუდამხვევი რომანები დაიწყოს, ზოგისთვის კი საქმიანი ურთიერთობები მოულოდნელად და უცნაურად გადაიზარდოს რომანტიკულში. ჯანმრთელობის გაუმჯობესებას იგრძნობენ ისინი, ვისაც სისხლის მიმოქცევის ქრონიკული პრობლემები და ჰორმონული დარღვევები აწუხებს.

მარსის და ნეპტუნის ჰარმონიული სექსტილი კვირის მეორე ნახევარში მოლაპარაკებისა და ინტუიციურად მოქმედების უნარს წინ წამოწევს. კარგი პოზიციაა მათთვის, ვინც საერთაშორისო პროექტებში ან ბიზნესშია ჩართული. ზოდიაქოს ნიშნები შეძლებენ რთული ურთიერთობების მოგვარებას საყვარელ ადამიანებთან და ნაცნობებთან, ბევრის მიღწევას მოხერხებულობისა და ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნის გამოყენებით. სამედიცინო და ჯანმრთელობის პროცედურებისთვის ასევე ხელსაყრელია მარსის და ნეპტუნის ასპექტი, განსაკუთრებით სხვადასხვა ტიპის სიმსივნეების სამკურნალოდ – შედეგი იქნება დადებითი და სტაბილური.

ახალი მთვარე მერწყულში 9 თებერვალს პოზიტიურ ენერგიას შემოიტანს, რომელიც დაკავშირებულია კოლექტიურ აქტივობებთან. ეს არის დრო პოზიტიური ცვლილებებისთვის, რომლებიც  ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

კვირის ბოლო დღეებში არ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პროფესიულ სფეროში. უმჯობესია შაბათი და კვირა სახლში გაატაროთ  და შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მოგზაურობას.

ვერძი

ეს კვირა სავსე იქნება უჩვეულო მოვლენებით და ახალი შესაძლებლობებით! თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ შეძლებთ ლიდერული თვისებების გამოვლენას და შთამბეჭდავი შედეგების მიღწევას. დადებითი ენერგიით სავსე იქნებით, ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ გაბედული ნაბიჯები გადადგათ და თქვენი ძალების გჯეროდეთ. შესაძლებელია დაწინაურება, დიდი ხნის დავიწყებული ვალის დაბრუნება, მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრა და სხვა საინტერესო მოვლენები.

კვირის ბოლოს მოულოდნელი შეხვედრა საშუალებას მოგცემთ, აღადგინოთ დაკარგული კავშირები და ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ შეიტყოთ, რაც ძალიან გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კურო

ნაყოფიერი, წარმატებებით სავსე კვირა გელით პროფესიულ ასპარეზზე. ვარსკვლავების განლაგება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა და ფინანსური კეთილდღეობისთვის კარგ პირობებს ქმნის. ოთხშაბათს საინტერესო სიახლეები და კონსტრუქციული წინადადებები გაგახარებთ. პარასკევი იდეალურია მეგობრებთან შესახვედრად. კვირის ბოლოს შეეცადეთ, იყოთ უფრო მეტად მომთმენი საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც ყველანაირად შეეცდებიან წონასწორობიდან გამოგიყვანონ.

წარმატებები გელოდებათ სასიყვარულო ფრონტზეც. ირგვლივ სხვადასხვა ჯურის მთხოვნელები იქნებიან, ამიტომ რეკომენდებულია მტკიცედ თქვათ „არა“ უმეტეს მოთხოვნაზე. ეს ეგოიზმი კი არ არის, არამედ საღი აზრია.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 11.

 

ტყუპი

ფრთხილად იყავით ფულის საკითხებში, განსაკუთრებით ორშაბათს: სხვა დროისთვის გადადეთ დიდი ინვესტიციები, ძვირადღირებული შესყიდვები და სესხების აღება.

ზოგადად, ამ კვირაში ძალიან პოზიტიური ცვლილებებია შესაძლებელი როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმეებში. ბევრი პრობლემა მოულოდნელად თავისთავად მოგვარდება. ადვილად იპოვით საერთო ენას ირგვლივ მყოფებთან და სასარგებლო კავშირებს დაამყარებთ. შესაძლებელია გავლენიან ადამიანთან დაახლოება.  მოემზადეთ მოულოდნელი შემოთავაზებებისა და საინტერესო შეხვედრებისთვის.

შაბათი შესანიშნავი დღეა პაემნისთვის ან სტუმრების მისაღებად.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 6

 

კირჩხიბი

ამ კვირაში ბევრი ცხოვრებისეული საკითხი მშვიდად და დაძაბულობის გარეშე მოგვარდება. მთელი კვირა შემოქმედებითი შთაგონებითა და ახალი იდეებით იქნება სავსე. ვარსკვლავები მიუთითებენ თქვენს პოტენციალზე ხელოვნებაში, გახსენით საკუთარი თავი შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის.

შეიძლება ხანგრძლივმა დაძაბულობამ და დაღლილობამ თავისი ქნას. თუ გასულ წელს შვებულებაში გასვლა ვერ მოახერხეთ, ახლა სწორედ დროა, რომ დაისვენოთ. დიდია ზედა სასუნთქი გზების დაავადების რისკი, გაფრთხილდით, ამინდის მიხედვით ჩაიცვით (მით უფრო, რომ ამ დღეებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი) და ეცადეთ, თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.

ხუთშაბათი კარგი დღე იქნება ძველი საქმეების დასასრულებლად.

შაბათი ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

 

ლომი

ამ კვირაში ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან პროფესიული მიზნების მიღწევაში. სწორ გზაზე დგახართ, ნუ შეგეშინდებათ და ეჭვი არაფერში შეგეპაროთ. მიუხედავად შესაძლო დაბრკოლებებისა, თავდაჯერებულად იარეთ წინ, თქვენი შრომა შესამჩნევი იქნება და ხელმძღვანელებიც თქვენს დაჯილდოებას არ დაახანებენ.

ბედს სურს, მოგცეთ ის, რასაც იმსახურებთ – კარგი თვალსაზრისით. შესაძლოა ეს იყოს დიდი ხნის ნანატრი სოლიდური შენაძენი, შვებულება ან საცხოვრებელი გარემოს შეცვლა უფრო მეტი კომფორტისა და ესთეტიკის თვალსაზრისით.

კვირის ბოლოს შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად და სიხარული მოუტანოთ საყვარელ ადამიანებს. კვირას არ გაუშვათ ხელიდან მეგობრებთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადმე კარგ ადგილას წადით ან სახლში მოიწვიეთ სტუმრად.

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ქალწული

თქვენი ანალიტიკური უნარები ამ კვირაში პიკს მიაღწევს. შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩენები და წარმატებები მეცნიერებისა და კვლევის სფეროში. ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და შესაძლებელია რომანტიკული ნაცნობობაც. ირგვლივ მყოფები შეიძლება საკმაოდ გამაღიზიანებლები იყვნენ თავიანთი საქციელით. მოგინდებათ, რომ  კარგი გაკვეთილი ჩაუტაროთ უყურადღებო კოლეგებს ან ოჯახის წევრებს, რომლებმაც დაივიწყეს, რა არის საერთო მოვალეობები, მაგრამ ძალიან მკაცრიც ნუ იქნებით – ისინი აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ახლა არ ღირს მათგან მეტის მოთხოვნა. გააკეთეთ რაიმე სასიამოვნო თქვენთვის და განიტვირთებით. თქვენი მიზნის მისაღწევად მოთმინება გმართებთ, თუმცა დიდხანს არ მოგიწევთ ლოდინი.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

სასწორი

კარგი დროა იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო მოძებნოთ – ორშაბათსვე იფიქრეთ ამაზე. შესაძლოა ბევრი ახალი ინტერესი გაგიჩნდეთ, ამიტომ, როგორც ჩანს, სახლში იშვიათი „სტუმარი“ გახდებით. კარგი კვირაა შემოქმედებითი საქმიანობის, ფიზიკური აქტივობისა და მოგზაურობისთვის. ერთ-ერთი მთავარი მიზანია თქვენი ჯანმრთელობის განმტკიცება და დასვენება. უმჯობესია შაბათ-კვირა მარტო გაატაროთ და პასიურად დაისვენოთ: უყუროთ რომანტიკულ კომედიას, მოუსმინოთ მშვიდ მუსიკას, წაიკითხოთ კარგი წიგნი.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მორიელი

ამ კვირაში შესაძლოა წინ წამოვიდეს პირადი საკითხები და ოჯახთან დაკავშირებული საქმეების  მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. შეიძლება იყოს დიდი აურზაური, შფოთვა და სირთულეები კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას. სანაცნობო წრის გაფართოება ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ  და მომგებიან საქმიან შემოთავაზებებსაც მიიღებთ. დიდი შანსია, რომ ირგვლივ მყოფები თქვენი იდეებით მოხიბლოთ და მხარდაჭერაც მოიპოვოთ.

თქვენს გარემოცვაში ახალი ადამიანი გამოჩნდება, დიდი ალბათობით, საპირისპირო სქესის და არ არის გამორიცხული, მასთან მომავალში რომანტიკული ურთიერთობა დაამყაროთ, თუმცა ყველაფერი თქვენს პრიორიტეტებზე იქნება დამოკიდებული.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს, რომლებიც მუშაობენ, მოუწევთ პროფესიულ საქმიანობაში კისრამდე ჩართვა, ანუ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება ან დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. ამის გამო პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ გეგმებზე დროებით უარი უნდა თქვათ ან შეცვალოთ.

ამ კვირაში რამდენიმე კარგი პერსპექტივა გამოჩნდება, მაგრამ გარკვეული ტესტირების ჩატარება დაგჭირდებათ. თქვენ ირგვლივ შემოქმედებითი და საქმიანი ატმოსფერო ჩამოყალიბდება. ვარსკვლავები მიუთითებენ თქვენს დიდ  პოტენციალზე სწავლასა და მოგზაურობასთან დაკავშირებით. იყავით მზად ახალი ცოდნის შესაძენად და გამოიყენეთ თქვენი ოპტიმიზმი მიზნების მისაღწევად. კვირის ბოლოს ღირსეულ ჯილდოს მიიღებთ  – თქვენი ძალისხმევა დაფასდება

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

თხის რქა

შეძლებთ გაუმკლავდეთ რთულ საკითხს და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოთ ზოგიერთ გავლენიან ადამიანს.

ამ კვირაში პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა უნდა გამოიჩინოთ, მაშინ ბევრ პრობლემას წარმატებით და თქვენთვის ხელსაყრელად მოაგვარებთ.  ვარსკვლავები მიუთითებენ თქვენს მონდომებაზე და პროფესიულ სფეროში საკუთარი თავის გამოხატვის უნარზე. იყავით აქტიური და შეუპოვარი წარმატების მისაღწევად. მთელი ძალების მობილიზება მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს: გაიხსნება პერსპექტივები თქვენი შემოსავლის გაზრდისა და, ზოგადად, ცხოვრების დონის ასამაღლებლად

პარასკევს თქვენი ინიციატივა და აქტიურობა დაფასდება. შაბათ-კვირას ოჯახთან ერთად გატარებული დრო თქვენთვის ნამდვილი დღესასწაული იქნება.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მერწყული

უბრალოდ, უყურეთ მოვლენებს და გააკეთეთ ის, რაც ადრე გქონდათ დაგეგმილი. ამ კვირაში შეეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ბიზნესპროექტებს. მზად იყავით ახალი იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია თქვენს გეგმებს ფარული წინააღმდეგობა გაუწიონ. ყურადღებით წარმართეთ თქვენი საქმეები და უფრო ხშირად გაიარეთ კონსულტაცია კოლეგებთან.

არ ჩაერთოთ კამათსა და კონფლიქტში.

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საეჭვო პარტნიორობას მოერიდოთ, რადგან დიდია სერიოზული შეცდომის დაშვების რისკი.

შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თევზები

ამ კვირაში გარშემო მყოფებს მიიზიდავთ თქვენი სიკეთით, გონიერებითა და რთულ დროს დახმარების გულწრფელი სურვილით.

ორშაბათს შემთხვევითი შეხვედრა თევზებს აიძულებს, დღის გეგმები შეცვალოს. ბევრი წვრილმანი საქმე გამოგიჩნდებათ სახლშიც და სამსახურშიც. მოთმინება მოიკიბეთ, საღამოსთვის ყველაფერს მოაგვარებთ და შეძლებთ, რომ განიტვირთოთ.

ხუთშაბათი ხელსაყრელი დღეა აქტიური მოქმედებებისთვის, შედეგი წარმატებული იქნება. შაბათ-კვირა მეგობრებთან, სასიამოვნო კომპანიაში გაატარეთ. ეცადეთ, იყოთ რეალისტები და მეტისმეტი არ მოითხოვოთ საყვარელი ადამიანებისგან.

სასიკეთო დღეები: 8, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

წყარო: nostal.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა