თეგებით ძიება

ეცადეთ, რომ ხელფასის ჩარიცხვისას, ერთი დღე მაინც გქონდეთ ფული ანგარიშზე თუ საფულეში - ასტროფსიქოლოგი

ნუ დადებთ თანხას წამლების გვერდით, აბსოლუტურად ვერ იხეირებთ  - ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე ფინანსური კეთილდღეობის მისაზიდად მოსახლეობას რამდენიმე რჩევას უზიარებს:

ძალიან ბევრი ადამიანი არ აქცევს ყურადღებას თანხებთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პროცესებს. 

მოგვწონს თუ არა, დედამიწაზე დუალიზმის პრინციპი ხშირ შემთხვევაში მუშაობს. ადამიანიც ორგვარი ბუნებისაა, როგორც სულიერ, ასევე მატერიალურ სიხშირეზე შეერთებული. 

ბუნებრივია, არსებობისთვის კი მატერიალური რესურსი აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ უდიერი მოპყრობა ენერგეტიკულ დისბალანსსაც ქმნის, მიზეზები კი, ხან და ხან, დეტალებშია. 

უპირველეს ყოვლისა, თანხა უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა პატიოსნად! წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ უფულობას არა, სხვა სახის პრობლემებსაც მოიტანს ან ფული გავა და დაიხარჯება ისეთ საკითხებში, რაც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაა განკუთვნილი. 

ნუ დადებთ თანხას წამლების გვერდით, აბსოლუტურად ვერ იხეირებთ. 

ნურც ბასრი საგნების და დიდად გამოსაჩენ ადგილებში აფრიალებთ მას, არც ესაა დიდად პოზიტივის მომტანი. ასევე, ეცადეთ, რომ ხელფასის ჩარიცხვისას სულ მცირე ერთი დღე მაინც გქონდეთ ფული პირად ანგარშიზე თუ საფულეში, რომ სიმყარე და მისი მუხტი არ დაიკარგოს. 

და ბოლოს, ყოველი თვის და ჯამში უკვე წლის ბოლოს ნაშრომის მეათედს თუ ღმერთს და კეთილ საქმეს შესწირავთ, ამით მთლად კარგს იზამთ, თანხას უყვარს კეთილ საქმეებში მოძრაობა, სულ მოძრაობა და არა სტაგნაცია.- წრს გიორგი ლობჟანიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა