თეგებით ძიება

გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს ორ წლამდე და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის ჩამოყალიბებული პიკია, რომელიც მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

„ჩამოყალიბებული პიკია. ყველაზე ხშირად გრიპთან ერთად არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც დადასტურებული შემთხვევების 24%-ია.

ასევე ფიქსირდება მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც კორონავირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დაავადების მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორ წლამდე ასაკის ბავშვებში და 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში.

მოსალოდნელია სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა ისევ გაგრძელდეს და ალბათ მარტის ბოლომდე, რასაც სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ, მიმართვიანობა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის როგორც ჯანდაცვის ცენტრებში, ისე კლინიკებში დარჩეს მაღალი“, - აღნიშნა ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა