,,ამ რიცხვებში ნანახი სიზმარი ყველაზე საშიშია ... “ - ნახეთ, რომელ დღეს ნანახი შეიძლება, ახდეს რეალურ ცხოვრებაში
გარკვეულ დღეებში ნანახი სიზმრები ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში მართლა უხდებათ. ამ დღეების ცოდნა დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, ღირს კი ნერვიულობა ღამით ნანახ სიზმარზე და არის თუ არა ის თქვენი მომავალი ბედის წინასწარმეტყველი.
ყველაზე საშიშია 23 და 29 რიცხვში ნანახი კოშმარული სიზმარი, თუ ის ახალმთვარეობას ემთხვევა, რადგან ის ცუდზე მიგანიშნებთ, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს ღამის გაფრთხილებაა და თქვენ უნდა ეცადოთ, დღე მეტი დაკვირვებით, კონფლიქტებისა და ექსტრემის გარეშე განვლოთ და შესაძლო სახიფათო რისკების ალბათობა შეამციროთ.
საერთოდ, წინასწარმეტყველურ სიზმარს ადამიანი გამთენიისას ხედავს, შუაღამით ნანახ სიზმარს კი, არ უნდა დაუჯეროთ. ღამით ღრმად გძინავთ და დილისკენ ძილი უფრო ნათელი და მსუბუქია. ხშირად სიზმრებს უფრო შეუძლია ჩვენი ცხოვრების უცნაურობების დამაჯერებლად ახსნა, ვიდრე ფსიქოლოგებს.
სიზმრებს ყველა ხედავს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომელ დღეებში აქვთ მათ წინასწარმეტყველური მინიშნებები. მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომ მიიღოთ, საჭიროა, იცოდეთ მათი სწორად ახსნა. სიზმარი გვკარნახობს, რომელი მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ, რა ცვლილება შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ ძლიერები და თავდაჯერებულები. ამა თუ იმ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სიზმარი გარკვეულ დღეებში კონკრეტულ ინფორმაციასაც კი აწვდის. მაგალითად:
წყლის სტიქია – კირჩხიბი, მორიელი, თევზები: ხშირად სიზმრის სახით იღებენ მეტად საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, სიზმარში ახლობელი ადამიანის ბედისწერაც კი ნახონ. ამიტომ, თუ ამ სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სიზმარში გიხილავთ, ყურადღებით მოუსმინეთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ. წყლის სტიქიის ნიშნებს წინასწარმეტყველური სიზმრები შემდეგ თვეებსა და დღეებში უმძაფრდებათ: 18.01, 19.01, 02.02, 19.02, 24.02, 21.03, 18.04, 19.04, 06.05, 16.05, 03.06, 12.06, 13.06, 01.07, 12.10, 30.10, 21.12, 31.12.
ჰაერის სტიქია – ტყუპები, სასწორი, მერწყული: სიზმარში ხშირად რიცხვებს, ცხრილებს, სქემებსა და ასოებს ხედავენ. თუ ყურადღებით დააკვირდებიან, შესაძლოა, მიხვდნენ, როგორ მოიგონ ტოტალიზატორში, ლოტოში ან კაზინოში. ჰაერის სტიქიის ნიშნებმა დიდი შანსია, წინასწარმეტყველური სიზმრები შემდეგ დღეებსა და თვეებში ნახონ: 20.01, 27.01, 31.01, 21.02, 29.02, 19.05, 24.05, 01.06, 08.06, 15.06, 01.09, 15.09, 29.09.
ცეცხლის სტიქია – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი: მათი სიზმრები ფერადი და გრძელია. სიზმარში მიღებულ გაფრთხილებას ხშირად იგნორირებას უკეთებენ, რაც შემდგომ ცხადში ძვირად უჯდებათ. ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები წინასწარმეტყველურ და გამაფრთხილებელ სიზმრებს ყველაზე ხშირად შემდეგ დღეებსა და თვეებში ხედავენ: 20.03, 22.03, 26.03, 02.04, 05.04, 11.04, 13.04, 02.08, 07.08, 18.08, 04.12, 13.12.
მიწია სტიქია – კურო, ქალწული, თხის რქა: სიზმრებს, ძირითადად, პრაქტიკულ ასპექტში ხედავენ. ასევე, მათი სიზმრები ხშირად წინასწარმეტყველურია, მაგრამ იშვიათად აქცევენ ყურადღებას. მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები წინასწარმეტყველურ მინიშნებებს სიზმარში ყველაზე ხშირად შემდეგ თვეებსა და დღეებში ხედავენ: 22.04, 28.04, 05.05, 18.05, 27.05, 18.09, 20.09, 22.12, 29.12.
წყარო: tbiliselebi.ge