ძლიერმა შტორმმა აშშ-ში ცხრა ადამიანი იმსხვერპლა
შეერთებულ შტატებში, ძლიერი შტორმის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. შტორმს ლოს ანჯელესში სამასზე მეტი ღვარცოფი მოჰყვა.
სტიქიის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, საავტომობილო გზები და დაიტბორა დასახლებული უბნები. კალიფორნიის შტატში უახლოეს დღეებში კვლავ უამინდობას ვარაუდობენ.