თეგებით ძიება

სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა ირანის მოქალაქეს, რომელმაც 77კგ-ზე მეტი "ჰეროინის" შემცველი ნივთიერება შემოიტანა

ირანის მოქალაქეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას ედავებოდნენ სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ირანის მოქალაქემ საქართველოში 2023 წელს უკანონოდ შემოიტანა 77.175 კგ ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ნივთიერება.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის კარებში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, 2023 წელს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 77,175 კგ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომლის გადაზიდვასაც ბულგარეთის მიმართულებით ახორციელებდა. ამავდროულად, ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკულ საშუალება - ,,ბუპრენორფინის“ შემცველ აბებს პირადად ინახავდა", - წერს პროკურატურა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა