თეგებით ძიება

2030 წლისთვის ევროკავშირის კანდიდატებს შორის ყველაზე უკეთ მომზადებულები ვიქნებით - ირაკლი კობახიძე

"ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქტიურად გაგრძელდება როგორც ასოცირების დღის წესრიგი, ისე ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის როგორც დემოკრატიული და ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. "ღირსებით ევროპისკენ" - ეს არის ჩვენი სულისკვეთება." - 

 თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის სამომავლო საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა