"ჩამოფრინდა და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში.... ამ წუთებში ბაღდათში მიყავთ" - შოთო სიხარულიძე ქალზე, რომელმაც სტიქიის დროს ოჯახის 4 წევრი დაკარგა
სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან მამა, გია რობაქიძე, უფროსი ვაჟი, დავითი და ტყუპი და, ანა და ქეთი.
"ჩამოფრინდა და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში.... ამწუთებში ბაღდათში მიყავთ მიდის მადონა? არა..??!! (მიასვენებენ ცოცხალ მკვდარი) ამდენი წლის მონატრებული ანგელოზები გაყინული უნდა ჩაიკრას გულში.... მეტს აღარ დავწერ იქ რა დატრიალდა ამ ამბის გაგების მომენტში.... ეს ჩემს ძალებს აღემატება....", - წერს შოთო სიხარულიძე.