თეგებით ძიება

შოვის მსგავსი სტიქიური მოვლენების განვითარება კიდევ არის მოსალოდნელი

„შოვის მსგავსი სტიქიური მოვლენების განვითარება კიდევ არის მოსალოდნელი,“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სპეციალისტებმა ნინო ჩხობაძემ და ზურაბ ჯავახიშვილმა განაცხადეს.

"ქვეყანას უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ბუნება საშუალებას არ მოგვცემს, რომ ამოვისუნთქოთ. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს არანაირი წინასწარი გაფრთხილების სისტემა არ გაგვაჩნია გარდა იმისა, რომ ინფორმაციას აგზავნიან მუნიციპალიტეტებში. როგორც შოვის ტრაგედიაზე ვამბობდი, იქ წამკითხველები მაჩვენეთ, ვინც ამას კუთხლობს-თქო ან ვინც ამაზე ცალკე გადის, ცალკე მონიტორინგს აკეთებს, ცალკე აკვირდება, აფრთხილებს მოსახლეობას, მანახეთ ასეთი ხალხი. პრაქტიკულად ამის პოტენციალი ადგილებში, მუნიციპალიტეტებში არ არის. ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს სპეციალისტების მხრივ“, - ამბობს "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.

მისივე ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ შოვის მსგავსი სტიქიური მოვლენები კიდევ მოხდეს საქართველოში.

როგორც ჩხობაძე აცხადებს, „აუცილებელია იმ ადგილებში, სადაც მყინვარის ძირში არის საკურორტო ზონები, ან დასახლებული ადგილები, დამონტაჟდეს გაფრთხილების სისტემები, ასევე მნიშვნელოვანია თვითონ მოსახლეობის ინსტრუქტაჟი“.

ამ პროგნოზს იზიარებს სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ გამეორების საფრთხე არის როგორც შოვში, ისე იმ ადგილებში სადაც მყინვარებია.

„შოვის მსგავსი სტიქიური მოვლენების განვითარება კიდევ არის მოსალოდნელი. განსაკუთრებით კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, სადაც ყველაზე დიდი მყინვარებია. მყინვარები ინტენსიურად დნება და ასეთი მოვლენები არის მოსალოდნელი.

პრევენცია უფრო ადრე უნდა დაიწყოს. უფრო დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს საშიშ ადგილებში. ბუნებრივი საფრთხეების შერბილება, თავიდან აცილება უნდა გადავიდეს ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მოსახლეობაზე. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილება. მთელ მსოფლიოშია კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე საფრთხები გაზრდილი და ყველა ამბობს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. ადრეული გაფრთხილების სისტემა უნდა არსებობდეს. უამრავი ასეთი მეწყერია დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, ამ რეგიონში განსაკუთრებით, აჭარაში. სოფელში ყველამ უნდა იცოდეს, რა კატასტროფებია მის საცხოვრებელ ადგილას მოსალოდნელი, რუკებიც დეტალური უნდა შედგეს,“- აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა