როგორ გავიგოთ ჩვენი ბედი დაბადების თარიღით
ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ თარიღებსა და ციფრებს, ისინიც კი, ვისაც ნაკლებად სჯერა ნუმეროლოგიის, ხშირად გაურბიან რიცხვს 13-ს, სასტუმროსში, შეხვედრებზე თუ სხვაგან. ხშირად ქორწილის თარიღს ამთხვევენ თავის საყვარელ და იღბლიან რიცხვს. ასევენ მაგიურად ითვლება დაბადების თარიღიც. ადამიანისთვის არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, ვიდრე სურვილი იცოდეს თავისი მომავალი ბედი. ნუმეროლოგია უძველესი, ეზოთერული მეცნიერებაა, რომელიც ციფრებისა და რიცხვების, მაგიური მნიშვნელობის შესახებ მოიცავს ძალზე საინტერესო ინფორმაციას, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია მარტივად ვმართოთ საკუთარი ბედი.
ჯერ კიდევ უძველესი ბაბილონის მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ციფრებს. მაგალითან თუ ადამიანის დაბადების თარიღი დამოკიდებული იყო ციფრთან ორი, მას თვლიდნენ, მგრძნობიარე, სუსტ და პასიურ ადამიანად. ასევე ნუმეროლოგიას დიდ ყურადღებას აქცევდა ცნობილი ანტიკური ხანის მათემატიკოსი პითაგორა.
იმისათვის, რომ გაიგოთ ჩვენი ბედი დაბადების თარიღით, ჩვენ დაგვჭირდება სრული დაბადების თარიღი, მაგალითად [i]25.05.2008[/i]
შემდეგ თანმიმდევრულად ვალაგებთ ციფრებს დღის, თვის და წლის მიხედვით;[i]2+5=70+5=52+0+0+8=10[/i]
შემდეგ დავალაგოთ ციფრები [i]7 +5 +10 = 22[/i] მივიღოთ ისეთი ციფრი, რომლის დახასიათება არის ნუმეროლოგიაში. თუ სიტყვაზე მიიღეთ ისეთი რიცხვს რომელიც არ შედის ნუმეროლოგიის ციფრებში მაგალითად [i]12, 1+2=3[/i]
განვმარტოთ ნუმეროლოგის თითოეული ციფრი:1 პლანეტა მზე – მისთვის პირველ ადგილზე სამსახური და კარიერაა. კარგი ლიდერია, ახასიათებს ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვრობა, არის გულუხვი და სულგრძელი. მიღწეულმა წარმატებებმა მოსალოდნელია, რომ მიიყვანოს ეგოიზმამდე. ის პირველი შეხვედრისას გარშემომყოფებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.2 მთვარე– ის ძალიან კონტაქტურია, მისთვის მთავარია – ურთიერთობა. მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მოაქვს ადამიანებთან ურთიერთობას, აინტერესებს ყველაფერი, რაც გაურკვეველია და შეუცნობელი, როდესაც ცხოვრება არაჰარმონიულ სიბრტყეში გადადის, ის აფორიაქებული, დეპრესიული და ნევროზული ხდება, მისგან გამოვა კარგი მრჩეველი, ფსიქოლოგი ან ასტროლოგი.3 პლანეტა მარსი– ნიჭიერი, მხიარული და გამორჩეული ხალხია. ის გრძნობს, რომ ცხოვრებაში კარგ დღეებს არასასიამოვნო პერიოდიც მოჰყვება, ცხოვრებაში კრიზისის დროს დეპრესიაში არ ვარდება და აქტიურად ებრძვის ცხოვრებას. ახასიათებს დინამიურობა, მაგრამ ამას სხვათა დასამორჩილებლად არ იყენებს.4 პლანეტა მერკური – უკონფლიქტო პიროვნებაა, თუმცა სამსახურში მეგობრულია, სამწუხაროდ ამ ურთიერთობებს ნაკლები სარგებელი ექნება, აინტერესებს საერთაშორისო მოვლენები, პოლიტიკა, კოსმოსი და საერთოდ ყველაფერი. უყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით შორეულ და ეგზოტიკურ ადგილებში. გამოირჩევა დახვეწილი ინტუიცით. ცდილობს იყოს ორიგინალური და ხშირად ამის გამო მტრებსაც კი იჩენს.5 პლანეტა იუპიტერი – არასტაბილური ხალხია, ხშირად ცვლიან ინტერეს, ახასიათებს სწრაფი მოქმედების უნარი და მოხერხებულობა. მიდრეკილება აქვს თავგადასავლებისაკენ და რისკიანი მოქმედებისაკენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში მისი ასეთი მოქმედება ცხოვრებაში გარკვეულ პრობლემებს უქმნის. ის მუდამ დღევანდელი დღით ცხოვრობს და შემთხვევითობის იმედი აქვს.6 პლანეტა ვენერა– სტაბილური ხალხია, უყვართ ყოველთვის ახლის სწავლა, ყველაფერი შეუძლიათ დათმონ ოჯახისთვის და საყვარელი ადამიანისთვის. აქვს საკუთარი ღირსების მძაფრი შეგრძნება. თავისი ჯიუტი ხასიათის გამო ხანდახან აუტანელიც კი ხდება. უაღრესად მოწესრიგებულია. აფასებს მშვიდ გარემოს, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ შეუძლია ყველაფერი წალეკოს.7 პლანეტა სატურნი – ახასიათებთ მისტიციზმი, ფილოსფიურობა. ძალიან მგრძნობიარეა და შთაბეჭდილებები დიდ ხანს მიჰყვება, ამიტომ, მისთვის ნეგატიური გარემო დამანგრევლად მოქმედებს. გაჭირვებაში მყოფებს უდიდესი სითბოთი და თანაგრძნობით ეკიდება. მისი ზეინტუიცია ხშირად წინასწარმეტყველურ ხედვებამდეც კი მიდის. მისთვის ფულსა და ძალაუფლებას არავითარი ღირებულება არ გააჩნია.8 პლანეტა ურანი – არიან კარგი ბიზნესმენები, კარგი ფინანსური ანალიტიკოსები. გააჩნიათ პასუხისმგებლობის და სამართლიანობის უდიდესი გრძნობა, ვერ ეგუება ცვლილებებს და გარდაქმნებს. გადაწყვეტილების მიღების წინ ბევრს ფიქრობს და ამის გამო ზოგჯერ აგვიანდება კიდეც. გადაჭარბებული შრომისმოყვარეობის გამო ხშირად აღწევს დასახულ მიზანს. თამამად ებრძვის უსამართლობას და ძალას არ იშურებს მის აღსაკვეთად. 9 პლანეტა ნეპტუნი– ის მკვეთრად გამოხატული ინდივიდია. ფლობს თავდაჯერების უდიდეს უნარს. მის ნებისყოფას კი ბევრ აღტაცებაში მოჰყავს. ახასიათებთ უდიდესი კონცეტრაცია, მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.
იცოდეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და მათი დახმარებით მართოთ თქვენი ბედი, შესაძლებელია მთავარია გინდოდეთ და ყოველთვის იქნებით გამარჯვებულები.
წყარო - shenihoroskopi.ge