ქვეყნები, სადაც ყველაზე სუფთა წყალი მოდის - როგორია საქართველოს მაჩვენებელი
სუფთა და დასალევად ვარგისი წყალი არც ისე ბევრ ქვეყანაში მოდის. მაშინ, როდესაც დედამიწის ზედაპირის 3/4 წლითაა დაფარული, აქედან მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი. მეტიც, აქედან მხოლოდ 0.3% მოდის მდინარეებზე, ტბებსა და მიწისქვეშა წყლებზე, ხოლო დანარჩენი მყინვარების სახითაა ლოკალიზებული.
გაეროს ანალიტიკური ცენტრი წყლის შესახებ, რომელიც მუდმივად ანახლებს ინფორმაციას, გვაწვდის მონაცემებს მსოფლიოში იმ 10 ქვეყნის შესახებ, სადაც ონკანიდან წყლის თამამად დალევა შეგიძლიათ, ესენია: ფინეთი, ავსტრია, ირლანდია, ნორვეგია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, მალტა, ისლანდია და ნიდერლანდები. ათივე ქვეყანა თანაბრად 100 ქულით არის შეფასებული წყლის უსაფრთხოების კუთხით.
მათ მოჰყვებიან: გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, კვიპროსი, კანადა, იტალია, შვედეთი, იაპონია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოს, წყლის ხარისხის სანდოობა აქ 52,3 ქულით არის შეფასებული. (ცნობისათვის, აღნიშნულ რეიტინგში რაც უფრო მაღალი აქვს ქვეყანას ქულა, წყლის ხარისხი იქ უფრო მაღალია) მას წინ უსწრებს რუსეთი, უკრაინა და ლიეტუვა, ხოლო ჩამორჩებიან მექსიკა, ბაჰრეინი და ტონგო.
ხოლო ქვეყნები, სადაც წყლის ხარისხის კრიტიკულ მაჩვენებლამდეა დასული, არის: ჩადი, ნიგერია, განა, უგანდა, მალავი და ა.შ.