ვინ არის საუკეთესო ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშანი არ შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა გადაიფიქროთ, თუმცა წინასწარ შესაძლოა მაინც განსაზღვროთ როგორი ქმარი იქნება მომავალში თქვენი პარტნიორი. რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
მე-12 ადგილი: მშვილდოსანი
ერთი შეხედვით, მშვილდოსნები შესანიშნავი ქმრები არიან. ისინი მოსიყვარულე, რომანტიული და თამამი ბუნების ადამიანები არიან, რომლებთანაც არასოდეს მოგეწყინებათ. თუმცა, მშვილდოსანთან ცხოვრება ატრაქციონივითაა – არასოდეს იცი, რა არის შემდეგი ნაბიჯი. შესაძლოა, ეს იყოს უამრავი ვარდის თაიგული, სპონტანური სექსი, მეგობრებთან მოგზაურობა... ან ახალი ამბავი, რომ მას საყვარელი ჰყავს. დიახ, სამწუხაროდ, მშვილდოსანთა თავგადასავლების სიყვარულმა შეიძლება ისინი ძალიან შორს წაიყვანოს. შესაბამისად, ჩვენს რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებენ.
მე-11 ადგილი: თევზები
თევზები მეოცნებეები, სანდო ადამიანები არინ და ჭეშმარიტი ჯენტლმენების თვისებები აქვთ. ასეთი კაცები ქალების ერთგულები არიან და, როგორც წესი, არასოდეს მიდიან „მარცხნივ“. რატომ არიან ისინი მხოლოდ მე-11 ადგილზე? ფაქტია, რომ თევზების თავდადებას უარყოფითი მხარე აქვს. თუ მისი ცოლი გახდებით, მაშინ სწორედ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი მისი ემოციური მდგომარეობის რყევებზე. მას კონკრეტული საკვები სურს? პირდაპირ სამზარეულოსკენ გაემართეთ. ნაწყენია, რომ უფროსმა სამსახურში გალანძღა? ამ საღამოს ჯობს ზედმეტი არაფერი უთხრა. სექსის ხასიათზეა? ორჯერ დაფიქრდით, სანამ უარს იტყვით, რადგან ის კიდევ ერთი კვირა თქვენზე განაწყენებული იქნება. თევზებთან შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თუ მზად იქნებით გაუძლოთ მის ყველა სირთულეს, მიიღებთ ერთგულ მეუღლეს, რომელიც კერპად გაქცევთ.
მე-10 ადგილი: ტყუპები
ხანდახან ტყუპ მამაკაცს შეუძლია მზრუნველი და ყურადღებიანი მეუღლის შთაბეჭდილება დატოვოს: ის მხარს უჭერს თქვენს ნებისმიერ წამოწყებას, წაიყვანს ბავშვებს სკოლიდან, აწყობს ოჯახურ არდადეგებს და გისმენთ, როცა საუბარი გჭირდებათ. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის "სწორ" განწყობაზეა ამისთვის (და ამ მამაკაცებისთვის ეს ძალიან სწრაფად იცვლება). თქვენთან გულწრფელი საუბრიდან ორიოდე წუთის შემდეგ, შესაძლოა დაივიწყოს ყველაფერი და მეგობრებთან ერთად ბარში გაიქცეს. რატომ? დიახ, უბრალოდ იმიტომ, რომ მას მუდმივად სჭირდება სადმე გადასვლა, ერთი რაღაციდან მეორეზე გადართვა. მას შეუძლია მხოლოდ დილით დაბრუნდეს სახლში ისე, რომ არანაირი პასუხისმგებლობა არ იგრძნოს. მასთან ცხოვრება არის მოთმინების მუდმივი ვარჯიში ოჯახური იდილიისთვის.
მე-9 ადგილი: მორიელი
მორიელები შეიძლება გახდნენ მზრუნველი ქმრები, რომლებსაც ფული შემოაქვთ სახლში და, ზოგადად, ყველაფერს აკეთებენ ოჯახის სასიკეთოდ, მაგრამ ამისთვის დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ - შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ არსებობს მხოლოდ ორი აზრი: მისი და არასწორი. თუ მსგავს შემთხვევას წააწყდებით, მაშინ მოგიწევთ ბევრი ქალის სიბრძნისა და ეშმაკობის გამოვლენა, რომ შეეგუოთ მას. ერთადერთი შანსი, რომ სცადოთ მისი დარწმუნება, არის თქვენი თვალსაზრისის გულწრფელი ენთუზიაზმით წარმოჩენა. მორიელებს ეს უყვართ. და საერთოდ, ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი ენთუზიაზმით მოგიწევთ - შეასრულოთ ცოლქმრული მოვალეობა, გაუთოოთ პერანგი, დაალაგოთ სახლი და, რა თქმა უნდა, მორიელი ქმრის სულიერ სამყაროზეც იზრუნოთ.
მე-8 ადგილი: მერწყული
მერწყულმა მამაკაცებმა, როგორც წესი, თავადაც კარგად იციან, რომ შორს არიან „იდეალური ქმრის“ ტიტულისგან, ამიტომ შეუძლიათ დიდხანს იცხოვრონ მარტო. დაქორწინებას არ ჩქარობენ. ასეთ მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა სხვა კარნახობს თამაშის წესებს. ოჯახის შესაქმნელად უმჯობესია დაელოდოთ მერწყულის „მომწიფებას“. მაშინ ის შეიძლება გახდეს თქვენთვის ნამდვილად საიმედო პარტნიორი, მფარველი და მოკავშირე. მაგრამ ერთი დიდი მინუსით - მისი ფიქრები ყოველთვის შორს იქნება სახლიდან (სადღაც ევერესტის მწვერვალზე, რომლის დაპყრობაზე ოდესღაც ოცნებობდა).
მე-7 ადგილი: ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ლიდერები არიან. ამიტომ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველგან დომინირება - სამუშაო ადგილიდან საწოლამდე. ამავდროულად, ვერძი პასუხისმგებლობას არ გაურბის, ისინი თავდადებულები, მამაცი, გახსნილი და ცოლებისადმი ერთგულები არიან, არასოდეს არიან მოსაწყენი ადამიანები. შესაძლოა, ასეთ მამაკაცთან ოჯახურ ცხოვრებას ორი მთავარი მინუსი ჰქონდეს. ჯერ ერთი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაელოდოთ თქვენს მიმართ კომპლიმენტების ნაკადს (ვერძს უყვარს სიმართლის თქმა და არა მაამებელი კომპლიმენტების თქმა) და მეორეც, მოგიწევთ შეეგუოთ მეუღლის ტემპერამენტს და სიჯიუტეს, რადგან ის არასოდეს მოგცემთ საშუალებას დაივიწყოთ ვინ არის სახლში უფროსი.
მე-6 ადგილი: კურო
თუ მისი ცოლი გახდებით, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს კეთილდღეობაზე (განსაკუთრებით ფინანსურზე) იზრუნებს. მიჩვეულია შრომას, ამიტომ ფული პრობლემა არ იქნება. კურო იქნება ერთგული ქმარი, კარგი მამა და მოსიყვარულე მეუღლე. მისი ერთადერთი პრობლემა მოწყენილობაა. ის დიდხანს იფიქრებს თითოეულ წამოწყებაზე, აწონ-დაწონის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში (ან თუნდაც წლების განმავლობაში). ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროცესზე ვერანაირად ვერ იმოქმედებთ. თუ ქმარს თქვენი რჩევებით ზედმეტად შეაწუხებთ, ის გაბრაზდება და შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში არც დაგელაპარაკოთ.
მე-5 ადგილი: კირჩხიბი
კირჩხიბები ძალიან სენტიმენტალური და მგრძნობიარეები არიან. გარკვეულწილად ეს ძალიან კარგია: თუ ასეთ კაცს გაჰყვებით ცოლად, დედოფალივით მოგექცევათ. ის არასოდეს დაივიწყებს მნიშვნელოვან თარიღებს, გაგიღებთ მანქანის კარს, და აფთიაქში გავარდა, თუ მოულოდნელად ავად გახდებით. ერთი სიტყვით, ასეთ ქმარზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. კირჩხიბები თავიანთ უარყოფით მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოავლენენ, თუ მის გრძნობებს შეურაცხყოფთ. ამიტომ, არ უნდა დასცინოთ მათ შეცდომებს და არ მიიღოთ საჩუქრები უცხო ადამიანებისგან. ყოველივე ამის შემდეგ, თუ ეჭვიანი კირჩხიბი თქვენი მხრიდან ღალატს ეჭვობს, ამან შეიძლება ნამდვილი სკანდალი გამოიწვიოს.
მე-4 ადგილი: სასწორი
სასწორი მამაკაცები მხოლოდ ოდნავ ჩამორჩნენ იდეალურ სამეულს. ისინი ძალიან რომანტიული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები არიან. მათთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო და კომფორტულია. იციან როგორ იწინასწარმეტყველონ თავიანთი რჩეულის სურვილები და ნამდვილი ზღაპარი მოუწყონ, გაანებივრონ და მოულოდნელი სიურპრიზები დაახვედრონ. ისინი ნამდვილი ესთეტები არიან, ამიტომ შეუძლიათ, კარგად დაგეხმარონ სადღესასწაულო კაბის არჩევაში ან სწორი ფარდების არჩევაში ელეგანტური საძინებლის დიზაინისთვის. მაგრამ იდეალურ სურათს აფუჭებს სასწორის თანდაყოლილი ერთი ნათელი თვისება - გაურკვევლობა. ასეთ მამაკაცებს საშინლად ეშინიათ გრძელვადიანი ვალდებულებების და თუ მათზე ზედმეტ ზეწოლას ახორციელებთ, ისინი უბრალოდ დაგტოვებენ.
მე-3 ადგილი: ლომი
ცხოვრების პარტნიორის არჩევის შემდეგ, მამაკაცი ლომი შეგნებულად იღებს პასუხისმგებლობას მის კეთილდღეობაზე. შეიყვარებს მთელი გულით, გაანებივრებს და დაიცავს მთელი სამყაროსგან. ქალს მასთან ერთად შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს. საპასუხოდ, მხოლოდ ერთი რამ დასჭირდება - გულწრფელი აღტაცება. არ მოაკლოთ კომპლიმენტები და თქვენი ქორწინება მასთან ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება.
მე-2 ადგილი: თხის რქა
თხის რქა არის სტაბილური ადამიანი, რომელსაც მთელი რიგი დადებითი თვისებები აქვს. ის არის სანდო და გულუხვი, უყვარს ბავშვები და მზადაა იმუშაოს იმისთვის, რომ ოჯახი უზრუნველყოს ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ. თუმცა, მისი გულისკენ მიმავალი გზა შეიძლება ძალიან რთული იყოს. თხის რქისგან ქორწინების წინადადების მისაღებად, მოგიწევთ მრავალი კონკურენტის გვერდის ავლა და დაუმტკიცება, რომ სწორედ თქვენ იმსახურებთ მის ნდობასა და სიყვარულს. მასთან ქორწინებას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: სტაბილურობა დროთა განმავლობაში მოსაწყენი ხდება.
პირველი ადგილი: ქალწული
ჩვენს რეიტინგში ქალწულ მამაკაცებს პირველი ადგილი ხვდათ წილად. ისინი ჭკვიანი და კომუნიკაბელური ადამიანები არიან. მზად არიან გამოიმუშაონ ფული და დაეხმარონ მეუღლეს სახლის საქმეებში. ყოველთვის მხარს უჭერენ საყვარელ ადამიანს და არასდროს ღალატობენ. მათ ასევე აქვთ მოთმინების ფანტასტიკური რეზერვი, რაც ზოგადად იშვიათობაა. მაგრამ, ქალწულ მამაკაცშიც კი არის პატარა ნაკლი: ის ზედმეტად კეთილია სხვების მიმართ, ამიტომ ადვილად შეიძლება გახდეს მანიპულაციის მსხვერპლი. ასე რომ, თუ გაგიმართლათ და მასზე დაქორწინდით, სანაცვლოდ სიკეთე გააკეთეთ - დაეხმარეთ, გაარკვიოს ვის ენდოს და ვინს არა.