თეგებით ძიება

ბოლო 5 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 533 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა

ბოლო 5 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 533 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა, მათგან 2300-მდე მსუბუქი ავტომობილის მფლობელია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი თბილისის გარდა კიდევ სამ ქალაქში გაკონტროლდა.

ირკვევა, რომ მაკონტროლებლებმა ყველაზე მეტი ჯარიმა დედაქალაქში გამოწერეს.

ფიზიკური პირის შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმა ითვალისწინებს 100 ლარს, გამეორების შემთხვევაში 300 ლარს, შემდეგ კი 600 ლარს. იურიდიული პირების შემთხვევაში ჯარიმები 500, 1500 და 3000 ლარს შეადგენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა