რომელი ნარკოტიკული საშუალების მიღება არის გავრცელებული საქართველოში და რა რისკებს შეიცავს მათი მიღება? - რას წერს ზურა სიხარულიძე?
ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ფსიქიატრიულ ნივთიერებებზე ინფორმაციას ავრცელებს.
"ეხლა ერთი კვირის მანძილზე ვეცდები დავდო ახალ ფსიქოატიურ ნიევთიერებებზე (აფნ)სწორი და უტყუარი ინფორმაცია რომლსაც ავრცლეებს EMCDDA.
სინთეზური კატინონები
2019 წლიდან EMCDDA 138 სინთეზურ კატინონზე ახორციელებს მონიტორინგს
ალფა-PvP –სინტეზური კატინონია რომელც დღეს ყველაზე, ხშირად გამოიყენებადი ნივთიერება საქრთველოში. სინთეზური კატინონები მიიღება ფსიქოაქტიური ნივთიერება კატინონის მოდიფიკაქციით რომელიც თავის მხრივ მცენარი კატის მთავარი აქტიური ინგრტედიენტია. აღოჩენელია ამ ნივთიერების სამი თაობა მათგან ბოლო ტაობა განსაკუთრებით საზიანოა ასევე სინთეზურ კატიონებს მიექუთვენბა მეფედრონი რომლის მოხამრებაც არის ჩვენ ქვეყანში.
სინტეზური კატინონები ამფეტამინის მსაგვასი ნივთიერებებია და იწვევენ სტიმულატორების მსგავს ეფექტებს მაგრამ განსხვადებიან მაღალი ნეიროტოქსიურობით .ყველაზე ხშირად ვლინდება კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და ფსიქიკუირ პრობლემები ასევე შესაძლებელია განვიტარდეს სეროტონინის სინდრომი ერთ ერთი საშიში სისიცხლისთვის მდგამრეობა.
გართულებები მიღების დროს - ჰიერტენზია,ტკივილი გულმკერდის არეში,ინფარქტი, ინსულტი, გულისრება,ღებინება, მიცლის ტკივილი, მომატებული კუნტების ტონუსი, ტრიზმი, რაბდომიოლიზი, თირკმლის მწვავე უკამრისობა , შფოთვა, აგრესია უძილობა გულყრები, ანჰედონია,აჟიტაცია,დაქვეითებული ცნობიერება, მანია, პარანოია ,ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები,სუიციდური აზრები, ფსიქოზი. მაღალი რისკის შემცვლელი სექსუალური ქცევა. ინექციუეი მოხამრების დროს აბსესები განგრენა ტრომბოზი. სისტემატიური მოხამრების დროს აღენისნება დამოკიდებულბის ჩამოყალიება რომლიც ხასითდება მაღალი ლტოლვით და ტოლერანტობის ზრდით", - წერს ზურა სიხარულიძე.