თეგებით ძიება

„სუფთა კოსმოლოგიური თვალსაზრისითაც, ამ დღის რეალური აღნიშვნა იყო და არის 19 ივლისს“ - რას წერს ასტროლოგი?

ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე ვალენტინობის აღნიშვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

სიყვარულს არ აქვს ასე გაწერილი რომელიმე დღე, წუთი, წელი ან თვე. ყველა დღე სიყვარულისაა!

დიდი ხანია აღინიშნება ვალენტინობა მთელ მსოფლიოში და მიუხედავად იმისა, რომ თებერვალი მსგავსი სახის მოვლენებთან არანაირ კავშირში არ არის, ბუნებრივია, თუ გსურთ რომ გაახაროთ თქვენი საყვრელი ადამიანი, უნდა გაახაროთ და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. 

სუფთა კოსმოლოგიური თვალსაზრისითაც, ამ დღის რეალური აღნიშვნა იყო და არის 19 ივლისს (ძველი სტილით 6 ივლისს.) აქ მზე გადის ცის კაბადონზე კირჩხიბის ნიშანს, ამიტომ ოჯახურ და პირადულ იდილიაზე ფიქრი ძალიანაც მისაღებია. თებერვლისთვის სხვა ტენდენციებია წინა ხაზზე გამოსული. 

მაგრამ, განვმეორდები, ვისაც გულით გსურთ ნამდვილად ერთმანეთის გახარება და მოფერება, ყოველ დღე შეგიძლიათ გააკეთოთ ეს და არაა საჭირო რომელიმე მსგავსი სახის დღეს დაელოდოთ. 

მართლაც რომ ჭეშმარიტად ლამაზი ურთიერთობების დეფიციტშია შესული კაცობრიობა დედამიწის ისტორიაში. ასე რომ ყველას გისურვებთ თქვენი მეორე ნახევრის, მეორე სიცოცხლის და მე-ს პოვნას, ვინც სამყაროს იმ თვალით შეხედავს, როგორც თავად უყურებთ, ხან და ხან კი კამათში და განსხვავებულ აზრებშიც გაიზრდებით და მიხვალთ თქვენს მაქსიმუმამდე! - წერს გიორგი ლობჟანიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა