მოერიდეთ კვერციხის დაგემოვნებას, რომელაც ასეთი თეთრი „თოკები“ არ აქვს - ხალაზა და მისი მნიშვნელობა
კვერცხი მსოფლიოს თითქმის ყველა სამზარეულოში ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია და შეუცვლელია დიეტის დროსაც. მაგრამ ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ ყველაფერი არ იცის მის შესახებ. მაგალითად, ბევრისთვის უცნობია რსთვისაა უმ კვერცხში თეთრი ძაფისმაგვარი ცილოვანი წარმონაქმნი.
ამ თეთრ "თოკს", რომელიც კვერცხის ცილაში გვხვდება, ეწოდება "ხალაზა" სანტერესოა, რა ფუნქცია აქვს მას და რისი გაგება შეგვიძლია უმ კვერცხში მისი არსებობით?
ზოგს ჰგონია, რომ ეს არის, არც მეტი არც ნაკლები, წიწილას ჭიპი. მაგრამ სინამდვილეში ხალაზას ფუნქცია სხვაა.
როცა კვერცხი იხარშება, ხალაზა შეუმჩნეველია. თუმცა ეს ნაწილი ზოგჯერ არც უმ კვერცხში ჩანს ხოლმე.
სინამდვილეში ხალაზა არის იმისათვის, რომ ყვითრი დაიჭიროს კვერცხის შუაში. ეს არის სიმეტრიული თოკების მსგავსი, რომლებიც ნაჭუჭზე ორივე მხრიდან არის მიმაგრებული. კვერცხის შერყევისასაც კი, ხალაზას წყალობით, ყვითრი მთელი რჩება.
მნიშვნელოვანი კი აი, რა არის: თუ უმი კვერცხის გატეხვისას ცილაში ან ყვითრში თეთრი "თოკი" ხილულია - ასეთი კვერცხი ახალია და საკვებად გამოყენებაც უსაფრთხოა. ხოლო თუ ხალაზა კვერცხში არ არის - ესე იგი კვერცხი ძველია.
ხალაზა კვერცხის სრულფასოვანი ნაწილია და უსიამოვნო შეხედულების მიუხედავად, არავითარი მავნე ზემოქმედება არა აქვს. ამიტომ მისი ცილისკან გაცალკევებისთვის თავს ნუ შეიწუხებთ, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ და ბავშვებსაც აჭამოთ.