ქუთაისში ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა, რომლებიც ადგილზე დაიღუპნენ
„მთავარი არხის“ ვებ-გვერდის ინფორმაციით, ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების თქმით, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მსუბუქი ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილას საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.