თეგებით ძიება

„ზვიადის და მერაბის იდეებზე გამოზრდილი ვარ… არ გავჩუმდები უსამართლობაზე, ბოროტებაზე, ფარისევლობაზე...“ - მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში მორიგ გზავნილს ავცრელებს:

„წუხელ ინტერნეტი გამოვრთე, ძალიან ბევრი წერილი მომდის…. 

უამრავის კითხვა მხოლოდ ერთია -,,რა ვქნათ?!”

მაპატიეთ, ძალიან დიდი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის… არაფერი არ უნდა ვქნათ, თავისით მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს…

მე გენეტიკური სიყვარულით მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეკლესია…. ერთი მიტოვებული ტაძრის ჩამოვარდნილი ქვა მირჩევნია, ერთად აღებულ მთელ მსოფლიოს…

ბუნებით ერთგული ვარ, რაც არ უნდა ბევრი უსამართლობა და პრობლემა იყოს, მაინც ჩემი სამშობლო მირჩევნია…

სიყვარული, ღირსება, სიწრფელე, მარტო არჩევანი არ არის, ეს ჩემი მდგომარეობაა…

არასდროს წავალ ქრისტეს მცნებების და საკუთარი ღირსეული წინაპრების იდეების წინააღმდეგ…

ძალიან პატარა ასაკში, ,,მგზავრის წერილები” რომ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, ჩემი ცხოვრების საზრისი მოძრაობა, მარტო მოძრაობა და თავზეხელაღებული თერგის ბუნება იქნებოდა…

ცუდად ვარ?! ასე  კარგად არასდროს ვყოფილვარ!… ჩემს თავს ვემსგავსები… მარტო  ქართული პრესა არა, მიკავშირდება უცხოური მედია, ფრანგული, ინგლიდური  გამოცემა… კითხვას სვამენ სტალინზე…

ჯერ არაფერს ვამბობ… 

არა იმიტომ, რომ სასაუბრო გამომელია. სამწუხაროა, მაგრამ საუბარს ვერ დავასრულებ ცხოვრების  ბოლომდე…

მე არ გავჩუმდები უსამართლობაზე, ბოროტებაზე, ფარისევლობაზე, მლიქვნელობაზე, სიყალბეზე, უპრინციპობაზე, უგულობაზე, ღალატზე, მომხვეჭველობაზე, მექრთამეობაზე, სკამის და ადგილის შენარჩუნების მიზნით ,,ხელფასების” გადახდაზე… არც დანარჩენზე, რასაც ჯერ არ ვიტყვი….

ზვიადის და მერაბის იდეების გამოზრდილი ვარ…

კოსტავა წერდა, ციხეში გამომამწყვდიეს, ეგონათ დამსაჯეს, არადა, თავისუფლება იქ ვიგრძენიო…

ისჯება ის, ვინც საკუთარ კომპლექსებს, უუნარობას, ჩინ-მედლებს და ზიზილ-პიპილოებს ემონება… 

სულით თავისუფალ ადამიანს, დასჯით და გაჩუმებით ვერავინ დაემუქრება. 

ტატო ბარათაშვილის სიტყვებს შეგახსნებთ- ,,ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი”!..“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა