ვინ არიან ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველები? - გატაცებულების ოჯახები დახმარებას ითხოვენ
ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვართან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ვანო ლუტიძე და ნიკა ლომიძე არიან. ე.წ. საზღვართან სამი რუსი ფორმიანი გამოჩნდა და ქართველები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. გატაცებულების ოჯახები დახმარებას ითხოვენ.
"მთელი ღამე არ იყო სახლში და დილით გავიგეთ, რომ დააკავეს. ზევით დააკავეს, ოქუნის საზღვართან. ნასვამები ყოფილან. ჯერ არავინ დაგვკავშირებია იქიდან, დარეკვას ჯერ ვერ მოახერხებდნენ", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.
სოფელში კი ამბობენ, რომ ცხოვრება მუდამ შიშში უწევთ.
"გადასულან, ნასვამები ყოფილან, სამი რუსი გამოსულა ხმაურზე და დაუკავებიათ. გაღმა ოსები ცხოვრობენ, იქ ადრე გავდიოდით, მავთულხლართები ჰქოდნათ გაკეთებული, თუ იქ სიახლოვეს გვნახავდნენ, იქაც გვაკავებდენ. რამდენი წლის წინ იყო ეს და ახლა ისევ გაიმეორეს", - ამბობს ადგილობრივი.
რუსმა ოკუპნატებმა საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. უკანონო დაკავების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ კნოლევთან მოხდა. ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.
სულ ამჟამად ცხონვალის ე.წ. ციხეთში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.