თეგებით ძიება

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობაში სიცხადეს და სტაბილურობას ეძებთ, თუმცა მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ გონზე მოსვლას ვერ ასწრებთ. გინდათ თუ არა, სხვა ადამიანების ემოციებისა და მოსაზრებების გათვალისწინება მოგიწევთ. დამშვიდდით და უმნიშვნელო უსიამოვნების გამო განწყობა არ გაიფუჭოთ.

კურო

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენ გარშემო განვითარებული პროცესები აკონტროლოთ. უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლება სამუშაოს შედეგზე გავლენა მოახდინოს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ახალ ურთიერთობებზე უარს ნუ იტყვით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდეთ და ინტუიციურად იმოქმედოთ. გირჩევთ, საკუთარ საქმეს მეტი ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი კარიერა და კეთილდღეობა მუშაობის შედეგებზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში თქვენი უჩვეულო წამოწყება გარშემო მყოფთა მოწონებას დაიმსახურებს.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დამატებით პასუხისმგებლობებზე უარი თქვათ და შემოთავაზებებს არ დაეთანხმოთ. ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალია და დაწყებული საქმის დასრულება გაგიჭირდებათ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია უთანხმოება. მოერიდეთ ძველი წყენის გახსენებას და ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. ამ დღეს ნებისმიერი საქმე, რომელშიც შემოქმედებითი მარცვალია, წარმატებას მოგიტანთ.

ლომი

გულისხმიერება გამოიჩინეთ და დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით ადამიანს, რომელიც ამას გთხოვთ. მოერიდეთ აგრესიულ და წუწუნა ადამიანებთან ურთიერთობას, რათა განწყობა დიდი ხნით არ გაიფუჭოთ. თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. საღამოს საოჯახო საქმეების კეთება დაგამშვიდებთ და თავდაჯერებას დაგიბრუნებთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ კამათსა თუ დისკუსიაში საკუთარი თვალსაზრისი დაიცვათ, მაგრამ ეს მშვიდად, პროფესიონალურად და ზედმეტი ემოციების გარეშე გააკეთოთ. შესაძლოა, შეხვდეთ ვიღაცას საკუთარი წარსულიდან, რომელიც რომანტიკულ განწყობაზე დაგაყენებთ. სასურველია, საკუთარი გეგმები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეს ან ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ, რაც ფინანსური შემოსავლის მიღებაში ან პროფესიული საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ. საღამოს საშუალება გექნებათ საყვარელ ადამიანებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და ოჯახის წევრებს სასიხარულო სიურპრიზი მოუწყოთ. გირჩევთ, დაუგეგმავ ფულის ხარჯვას მოერიდოთ.

მორიელი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას უნდა უსმინოთ - დღეს ის არ გიღალატებთ. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, რჩევა უფროს კოლეგებს და გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. ოჯახის წევრებს თქვენი ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ. შეწყვიტეთ წარსულის შეცდომებზე ფიქრი - ახლა თვითკრიტიკა არ გამოგადგებათ.

მშვილდოსანი

თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, შერიგებისა და საკამათო საკითხის გარკვევისთვის მშვენიერი დღეა. შესაძლებელია სამსახურში რთული ვითარება შეიქმნას, ამიტომ ნუ მოგერიდებათ დახმარებისთვის მცოდნე ადამიანებს მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული საკითხებისა გადასაჭრელად. რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს.

თხის რქა

აქტიური პოზიცია ახალი საქმიანი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით, ოპონენტებზე ზეწოლა მოახდინოთ. მათი დარწმუნება მშვიდად, იძულების გარეშეც შეგიძლიათ. საღამოს ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს ადვილად შეგიძლიათ ოპონენტები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ და მოკავშირეებად აქციოთ. გირჩევთ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ. პირად ურთიერთობებში სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი საშუალება ინიციატივის გამოჩენაა. ასე რომ, თუ სასიკეთო ცვლილებები გსურთ, თავად უნდა იმოქმედოთ.

თევზები

ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამიტომ დატვირთული განრიგის მიუხედავად, მათთვის დრო უნდა გამონახოთ. ხელსაყრელი დროა უფროსთან ხელფასის გაზრდაზე ან ფინანსურად მოგებიანი პროექტის დაწყებაზე სასაუბროდ.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა