რუსთავში, ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი ნახეს
რუსთავში, XX მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, ბინაში გარდაცვლილი ქალი ოჯახის წევრმა იპოვა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ერთ-ერთი ვერსიით ქალმა, სავარაუდოდ, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.
ახალგაზრდას 3 შვილი დარჩა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“ინფო რუსთავი”