თეგებით ძიება

„მე დახეული ჯინსებითაც შინაგანად ანაფორა მაცვია, მაგრამ სხვები ანაფორითაც შიშვლები არიან…“ - მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

„ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას, მთელი ცხოვრება ჩაგრულის მხარეს ვიდექი. დღეს, განსაკუთრებით ახლა, ყველაზე მეტად მკლავს უსამართლობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა…

რა გინდოდათ, რას მერჩოდით… ვეგდე ყველასგან მიტოვებულ, მივიწყებულ და გაუბედურებულ ტაძარში, თქვენგან კიდევ უფრო მეტად გაუბედურებულ ადამიანებთან…

არც ქალაქის ცენტრში მსახურების და ძალაუფლების მოპოვების ამბიცია მქონია, პირიქით, წირვა მიყვარს ჩუმად, ჩემთვის, მხოლოდ ღმერთის გასაგონად.

მხოლოდ წირვას ვერ ველეოდი, მის გარეშე, ვფიქრობ გამიჭირდებოდა ყოფნა, თორემ გადაწყვეტილებას  აქამდე ათასჯეე მივიღებდი…

თურმე პეტრეს ჩაცმა, სათვალე და სტატუსებია პრობლემა… ჰმ… რჯულის კანონიც ზეპირად ვიცი, სამართალიც, კონსტიტუციაც, სახარებაც და ისიც ვიცი, რა არის დღევანდელი საზოგადოების ყველაზე დიდი  პრობლემა…

ვერ შევეგუები ფარისევლობას, სიყალბეს, სიშტერეს და იდიოტიზმს…

რამენაირად შემეძლო მეც ვყოფილიყავი ყალბი, კანტის ფილოსოფია თუ ვისწავლე, სიყალბეს კიდევ უფრო ადვილად ავითვისებდი, მაგრამ ვერ გავუძლებდი, შინაგანი კონსტიტუცია ამის უფლებას არ მომცემდა… 

მე დახეული ჯინსებითაც შინაგანად ანაფორა მაცვია, მაგრამ სხვებიანაფორითაც შიშვლები არიან…

თუმცა, არასდროს არავინ გამილანძღავს, არავის გინება და შეურაცხყოფა წამოსულა ჩემი პირიდან…

ისინი კი არასდროს ჩერდებოდნენ, ზოგიერთ ტვინგამორეცხილსაც აჯერებდნენ, რომ მე მტერი ვარ…

ჰოდა, მტრობა სინამდვილეში რა არის, მე ვიცი და სხვებიც გაიგებენ…“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა