19-25 თებერვალი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ვერძი
კარგი განწყობის შენარჩუნებას მთელი კვირის განმავლობაში შეძლებთ, თუმცა ოთხშაბათს ფრთხილად უნდა იყოთ იმ ადამიანების კომპლიმენტებთან დაკავშირებით, რომლებთანაც საერთო საქმე გაქვთ. გარკვეული გადაწყვეტილებები დაგეგმილზე ცოტა ადრე შეიძლება მიიღოთ. პარასკევს თქვენს ინიციატივებს დააფასებენ და ხელმძღვანელები დაწინაურებას შემოგთავაზებენ. შაბათ-კვირას მოულოდნელი სტუმრების ჩამოსვლის ან ვინმეს მოსანახულებლად მოგზაურობის გამო შეიძლება მცირე ფინანსური პრობლემები და დროის ნაკლებობა შეგექმნათ.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 24.
კურო
ამ კვირაში გაგიმართლებთ ისეთ საკითხებში, რომლებშიც საჭიროა გამოიჩინოთ ინიციატივა, თავდაჯერებულობა და გამბედაობა და შაბლონის მიხედვით არ იმოქმედოთ. დიდი შანსი გექნებათ, თქვენი ოპონენტები მოკავშირეებად აქციოთ და წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, ძირითადად, წარსულში განხორციელებული სწორი ინვესტიციების გამო. პარასკევს შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტი მეგობრებთან. კვირას ერთი შეხედვით მოსაწყენ ღონისძიებაზე დასწრება შეიძლება ნამდვილი რომანტიკული ისტორიის დასაწყისი გახდეს.
სასიკეთო დღეები: 22, 25.
არასასიკეთო დღე: 21.
ტყუპი
ამ კვირაში საქმეებს წარმატებით მოაგვარებთ და სიხარულის და ჰარმონიის განცდა დაგეუფლებათ. პრაქტიკულად, წარმატებას მიაღწევთ თითქმის ყველაფერში. გადამწყვეტი მოქმედებების დრო დგება, მოერიდეთ ყოველგვარ კამათს და კონფლიქტს, ეჭვები გვერდზე გადადეთ, სწორ გზას ვარსკვლავები გიჩვენებენ. თქვენი საყვარელი ადამიანები ჩვეულებრივზე მეტად ყურადღებიანი იქნებიან თქვენ მიმართ და მზად იქნებიან დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. კვირის ბოლოს შესაძლებელია რომანტიკული მოგზაურობა.
სასიკეთო დღეები: 19, 21.
არასასიკეთო დღე: 20.
კირჩხიბი
ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენის გამო მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ელოდოთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. შესაძლოა ძალიან დაიტვირთოთ მცირე, მაგრამ გადაუდებელი საქმეებით ან სამუშაოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. ხუთშაბათს მიიღებთ შეთავაზებას, რომელიც მომავალში დადებითად იმოქმედებს თქვენს კეთილდღეობაზე. ეს კვირა კარგი პერიოდია ახალი ნაცნობობისთვის. კვირის ბოლოს ძველ მეგობართან შეხვედრა მხოლოდ სასიამოვნო მრავალფეროვნებას შემატებს თქვენს ცხოვრებას.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 22.
ლომი
ამ კვირაში პროფესიულ სფეროში წინსვლა კარიერული თვალსაზრისით შესამჩნევი იქნება. ოთხშაბათი ხელსაყრელი დღეა ახალი მეგობრებისა და ახალი სამუშაოს მოსაძებნად. იყავით მშვიდი და ყურადღებიანი, ნუ ეცდებით ყველა პრობლემის გადაჭრას დამოუკიდებლად, ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს და მოუსმინეთ მათ რჩევებს, კოლეგებსაც სთხოვეთ დახმარება. თქვენი პირადი ცხოვრება შინაარსით მდიდარი იქნება და კარგ განწყობას უზრუნველყოფს. შეეცადეთ დახარჯული ენერგია შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დასვენებით აინაზღაუროთ.
სასიკეთო დღეები: 19, 23.
არასასიკეთო დღე: 25.
ქალწული
ამ კვირაში გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა სამსახურში არ გადატვირთოთ. ეცადეთ იყოთ პუნქტუალური და არსად დააგვიანოთ. არ არის გამორიცხული, ადრე დადებული გარიგებებიდან მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. თქვენი თავდაჯერებულობა და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი დაგეხმარებათ, თქვენი კარიერა ახალ საფეხურზე აიყვანოთ. პირად ურთიერთობებში ყველა პრობლემა ადვილად მოგვარდება. კვირის ბოლოს დიდი შანსია, ძველ მეგობარს შეხვდეთ და დრო მხიარულად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 20, 22.
არასასიკეთო დღე: 23.
სასწორი
ამ კვირაში დაგეგმილი საქმეების წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა კონცენტრირება, უსაგნო საუბარში დრო არ დაკარგოთ. თქვენი ავტორიტეტი და შემოსავალი თანდათან იზრდება, ასე რომ, ამ მხრივ სანერვიულო არაფერი გაქვთ. სამშაბათს შესაძლოა შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, რომლებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება. შეეცადეთ, მოვლენების ცენტრში იყოთ, ეს მოგცემთ არა მხოლოდ გარანტიას, რომ არ მოიწყინოთ, არამედ უამრავ სასარგებლო კონტაქტსაც დაამყარებთ. მათ, ვინც ხანმოკლე შვებულებას ან მცირეხნიან მოგზაურობას გეგმავთ, დიდი ალბათობით, არაფერი შეგიშლით ხელს ამ გეგმების განხორციელებაში.
სასიკეთო დღეები: 21, 25.
არასასიკეთო დღე: 24.
მორიელი
ხელსაყრელი კვირაა თქვენი შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის ფართო საზოგადოებისთვის საჩვენებლად. განსაკუთრებული წარმატება ექნებათ მათ, ვინც შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. საუკეთესო პერიოდია ახალი, უკეთესი სამსახურის მოსაძებნად. საქმიანი სიახლეები და პერსპექტივები გაგახარებთ. თქვენი ოპტიმისტური დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ და კარგი მოგება მიიღოთ. მთელი კვირის განმავლობაში ბევრი შესაძლებლობა გექნებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
სასიკეთო დღეები: 22, 23.
არასასიკეთო დღე: 21.
მშვილდოსანი
ამ კვირაში ყველა სირთულეს ადვილად გადალახავთ, თუ პრობლემებს თანმიმდევრულად და მოთმინებით მოაგვარებთ. შესაძლოა მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კონტაქტებთან, ტრანზაქციებთან და გეგმებთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას და სიტუაციის ანალიზს მოითხოვს. ოთხშაბათს ყურადღება არ მიაქციოთ წვრილმანებს, ისინი ხელს არ შეგიშლიან მიზნის მიღწევაში. თქვენს ალტრუისტული ხასიათის ქმედებებს განსაცვიფრებელი წარმატება ექნება. შაბათი ხელსაყრელი დღეა იმისათვის, რომ წესრიგი დაამყაროთ როგორც სახლში, ისე თქვენს გონებაში.
სასიკეთო დღეები: 19, 24.
არასასიკეთო დღე: 23.
თხის რქა
თქვენი განწყობა ახლა მნიშვნელოვანია. ყველაფერი პირქუში და პესიმისტური დაუნანებლად უნდა მოიშოროთ. ეჭვებიც მიუღებელია. მხოლოდ მტკიცე თავდაჯერებულობა და გონიერება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ იმას, რა პრობლემებიც ამ კვირაში გელით როგორც პირად, ისე შემოქმედებით ცხოვრებაში. ვარსკვლავები საკმაოდ მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ხარჯების გაწევის რისკზეც მიუთითებს, ამიტომ შეეცადეთ, გონივრულად და ფრთხილად მართოთ თქვენი რესურსები. განსაკუთრებით დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი იქნება სამშაბათი და ხუთშაბათი. შეეცადეთ, თქვენს ახლობლებს ძალიან დიდი მოთხოვნები არ წაუყენოთ, მაინც არაფერი გამოვა, მხოლოდ სტრესში ჩააგდებთ.
სასიკეთო დღეები: 20, 23.
არასასიკეთო დღე: 19.
მერწყული
ამ კვირაში საქმეებს წარმატებით მოაგვარებთ, თუ ძალებს სწორად გადაანაწილებთ. ხუთშაბათი შესაძლოა საკმაოდ ორაზროვანი დღე აღმოჩნდეს; სავარაუდოა ინტრიგები, ჭორები, ჩხუბი და ღალატი. თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, მაგრამ პარასკევი კარგი დღეა როგორც დიდი და მნიშვნელოვანი, ისე მცირე საქმეების დასაწყებად. სამუშაო გრაფიკის ზოგიერთმა მოულოდნელმა ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს პირად ცხოვრებაზე, რაც ნაკლებ დროს დაგიტოვებთ ოჯახის და საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის. შაბათ-კვირა ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ეცადეთ, მცირეხნიან მოგზაურობაში წახვიდეთ და გახალისდეთ.
სასიკეთო დღეები: 22, 25
არასასიკეთო დღე: 20.
თევზები
მთელი რიგი ვარსკვლავების გავლენით, ამ კვირაში განსაკუთრებით მგრძნობიარე და ყურადღებიანი იქნებით გარშემო მყოფთა მოთხოვნილებების მიმართ. ეს არ არის კარგი დრო რაიმე რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად, განსაკუთრებით კარიერული თვალსაზრისით. შეიქმენით პოზიტიური განწყობა და გჯეროდეთ საუკეთესო მომავლის – მაშინ ყველაფერი გამოგივათ. თუ დახმარება, მორალური მხარდაჭერა ან ბრძნული რჩევა გჭირდებათ, აუცილებლად მიიღებთ მას საყვარელი ადამიანებისგან, მეგობრებისა და უფროსებისგან.
სასიკეთო დღეები: 21, 24.
არასასიკეთო დღე: 22.