ფსიქიური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის შინაური ცხოველის ყოლა აუცილებელია
მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს 18 წლის ზემოთ, მძიმე ფსიქიურად დაავადებული 54 მოხალისის გამოკითხვა. მონაწილეთა 60%-სთვის შინაური ცხოველები განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა.
შინაური ცხოველები მათთვის ის საყრდენი აღმოჩნდა, რომლის მიღებაც ვერ შეძლეს ნათესავებისა და ახლობლებისგან. გარდა ამისა, შინაური ცხოველები მნიშვნელოვან დადებით როლს ასრულებდნენ გამწვავების დროს. ისინი ანეიტრალებდნენ დაავადების სიმპტომებსა და უარყოფით განცდებს, მაგალითად ხმებს, რომელსაც ისინი ისმენდნენ და სუიციდურ აზრებს.
მეცნიერების აზრით, შინაურ ცხოვლებთან ურთიერთობა უნდა ჩაერთოს ამგვარი პაციენტების სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსში. ოთხფეხა არსებებს შეუძლიათ ფსიქიური მოშლილობის მქონე ადამიანების დამშვიდება და თანადგომა.
წყარო: მკურნალი.გე