თეგებით ძიება

„ნუ ლანძღავთ ახალგაზრდებს, ნუ გამოგყავთ ეშმაკის მოციქულები, ნუ გიკვირთ, რომ ისინი ეკლესიაში არ დადიან, ის უფრო გაგიკვირდეთ, ვინც ჯერ კიდევ დადის…“ - მამა პეტრე

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

„ნუ ლანძღავთ ახალგაზრდებს, ნუ გამოგყავთ ეშმაკის მოციქულები, ნუ უწუნებთ ცხოვრების წესს და აზროვნებას. ნუ გიკვირთ, რომ ისინი ეკლესიაში არ დადიან, ის უფრო გაგიკვირდეთ,  ვინც ჯერ კიდევ დადის… 

როცა განათლებულ, ინტელექტუალ, წიგნიერ და მოაზროვნე ადამიანებს დევნას დაუწყებ, ბნელების, ფარისევლების და გახრწნილების საამებლად, ცხადია, ახალი თაობა ზურგს შეგაქცევს… მათ არ აინტერესებთ, როგორ ქადაგებთ, ისინი უყურებენ საქციელებს და მაგალითებით მეტს სწავლობენ…

ეკლესია არ უნდა იყოს თანამდებობებზე, ჯილდოებზე, პატარა ამბიციებზე გაგიჟებული ხალხის თავშესაფარი…

ვისაც ახალგაზრდების ენა კარგად ესმის, ისინი გარიყეთ და მოიძულეთ, ვინც ახალგაზრდებს შეპყრობილებს უწოდებს, გვერდზე ამოიყენეთ…

იესოს მაინც მოვუსმინოთ-,,მოუშვით ბავშვები ჩემთან”!…

სწორედ ამ ახალგაზრდების  გამო ვიკავებდი თავს წლების მანძილზე, რომ არ გადამედგა რადიკალური ნაბიჯები… ჩემი ექვსი შვილის უკან ექვსიათასი მათნაირი დგას და ვიცი, რა არის მათი ტკივილი, სიხარული… ისინი დადიან იქ, სადაც მეტ სითბოს და სიყვარულს გრძნობენ… 

სადაც მრისხანე თვალებით დახვდებიან, სადაც პირადობის მოწმობის ,,კურთხევას” არ მისცემენ, მეორედ მოსვლის შიშით, იქ არც უნდა მივიდნენ!…

ღმერთი კი უსამართლოდ გარიყული ადამიანების გვერდით დგას!..“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა