ევროკავშირის კარი ღიაა, შესასვლელად რეფორმები უნდა იქნას გატარებული - ჯოზეფ ბორელი
კატას ნუ ვეძებთ ბნელ ოთახში, კარი ღიაა და თქვენ შესასვლელად იცით რა უნდა გაკეთდეს - ასე უპასუხა ჯოზეფ ბორელმა შეკითხვას, როდის იქნება მზად საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, როგორც ყველამ იცის, არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, რეფორმები უნდა იქნას გატარებული. ნუ ელით რაღაც სასწაულს, კატას ნუ ვეძებთ ბნელ ოთახში, კარი ღიაა და თქვენ შესასვლელად იცით რა უნდა გაკეთდეს" განაცხადა ბორელმა.