თეგებით ძიება
20. 02. 2024 მსოფლიო

ნავალნის ციხიდან გაქცევის გეგმაზე ვმუშაობდით - რუსული მოხალისეთა კორპუსი

რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) წარმომადგენლის თქმით ალექსეი ნავალნის ციხიდან დახსნის ოპერაცია იგეგმებოდა.

ნავალნის ციხიდან გაქცევის ოპერაციას დეკემბერი ერქვა. რუსი ოპოზიციონერი სამხედრო ძალის გამოყენებით მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში გადაყვანისას უნდა დაეხსნათ, შემდეგ კი უკრაინის საზღვარზე გადაეყვანათ.

როგორც კორპუსის წარმომადგენელი ამბობს ოპერაცია "ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღმკვეთი, ეფექტური ღონისძიებების გამო ჩაიშალა". მოგვიანებით, როდესაც ნავალნი მე-3 კოლონიაში გადაიყვანეს, კორპუსმა ახალ გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც პოლიტიკოსის ადგილიდან გათავისუფლებას მოიაზრებდა.

РДК-მა გამოაქვეყნა ნავალნის პირადი საქმის ფოტო, რომელიც გეგმაზე მუშაობისას მოიპოვა.

РДК მილიტარისტული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძვის. კორპუსმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაერთი წარმატებული დივერსიული ოპერაცია ჩაატარა. ტაბულას ექსკლუზიური ინტერვიუ РДК-ს მეთაურთან იხილეთ ამ ბმულზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა