"გაძლიერდება ქარი…" - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს და წერს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ გაგრძელდება ზამთრისთვის დამახასიათებელი ამინდი.
"რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო ვჩქარობთ ვიხილოთ გაზაფხულის მშვენიერი დღეები, მაგრამ ჯერ ისევ კალანდარული ზამთარია და ამინდიც შესაბამისი, თუმცა შეგვიძლია გავიღიმოთ ერთ კვირაში გაზაფხულის მშვენიერ დილას მივესალმებით ერთმანეთს...
მანამ კი გეტყვით რომ - დღეს ყველგან მზიანი ამინდია მოსალოდნელი და რამოდენიმე გრადუსით დაგვითბება.
ხვალ საღამოს და ზეგ ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა, შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურული ფონი.
23 თებერვლის დღის საათებში - დასავლეთ საქართველოში დაიწყება დათბობის პროცესი და მზიანი ამინდები, აღმოსავლეთში კი საპირისპირო სიტუაცია შეიქმნება მოსალოდნელია ცივი და ნაცრისფერი დღეები თითქმის თვის ბოლომდე.
ძლიერი აცივების აღმოსავლეთში და დასავლეთში დათბობის დაწყების ფონზე რამოდენიმე დღეში - დასავლეთ საქართველოს დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი, თუმცა ამ ყველაფერზე შემდეგ მოგაწვდით ინფორმაციას.
ასეთი მეტეო სიტუაციის შექმნისას დასავლეთელებს გვმართებს უფრო მეტი სითბო გავუგზავნოთ ახლობლებს აღმოსავლეთში, რათა ცივი ამინდის მიუხედავად, არავინ იგრძნოს სიცივე გულში “,- წერს ფარტენაძე.